ირაკლი ალასანიამ ცოლს ბალეტზე წასვლაზე უარი უთხრა: "ჩემ ბიჭს ომი არ უნდა... ფრენა უნდა"

 ირაკლი ალასანიამ ცოლს ბალეტზე წასვლაზე უარი უთხრა: "ჩემ ბიჭს ომი არ უნდა... ფრენა უნდა"

როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია მარნეულის საავიაციო ბრიგადაში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა.

"ჩემს ბიჭს ომი არ უნდა, ცა უყვარს და ჰაერი, თვალი ცისკენ უჭირავს და ფრენა უნდა. სულ ესაა.

გუშინ ბალეტზე ვაგვიანებთთქო დავურეკე და "არ მინდა ბალეტი, ფრენა მინდაო!!!" -ასე მიპასუხა ვედრებით.

ვედრება შესმენილი არ იქნა, ცხადია.

უი, ახლა მივხვდი ჩვენი ერთობის საიდუმლოს - მეც ჰაერის ნიშანი ვარ, მართალია ფრენა არ მიყვარს, მაგრამ ზმნის ფუძესთან კონფლიქტში მაინც არ ვარ.

ფრენა, აფრენა, გაფრენა... - დაუბერა ნიავივით ქართულმა სიტყვამ. მიყვარს მშობლიური ენა"- დაწერა ფანჯიკიძემ "ფეისბუქზე".

გუშინ, მარნეულის საავიაციო ბრიგადაში სტუმრობა თავდაცვის მინისტრმა სასწავლო ფრენებში მონაწილეობით დაასრულა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს