ვერძი
ენერგიული და იდეებით აღსავსე ხართ, მაგრამ არც ისე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მოცდა ჯობია. უმჯობესია, კოლეგებთან ერთად კიდევ განიხილოთ მიმდინარე საქმეები, რათა თავი დაიზღვიოთ შეცდომებისგან.
კურო
მაქსიმალურად თავი შეიკავეთ საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისგან. აგრეთვე, ფიზიკურ მუშაობისგან. სასურველია, ეს დღე ბუნებაში გაატაროთ.
ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ნუ იქნებით სულსწრაფი, მოთოკეთ ემოციები. ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან, არ დაკარგოთ მეგობრები.
კირჩხიბი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და სიყვარულისთვის. სასიამოვნო ამბებს მიიღებთ უცხოეთიდან. გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ და მოშურნეები ვერაფერს დაგაკლებენ.
ლომი
ენერგიული ხართ, მაგრამ მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ნუ გარისკავთ. უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. გამორიცხული არაა, გარშემო მყოფებს თქვენი მოტყუება ჰქონდეთ განზრახული. მოერიდეთ კამათს.
ქალწული
მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, ტრავმული დღეა. დაძაბული სამუშაო გრაფიკი გელით. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, ნეგატივს მათი მხრიდან.