კოკო გამსახურდია 26 მაისისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

კოკო გამსახურდია 26 მაისისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ”ფეისბუქის” პირად გვერდზე უკრაინაში წარმატებით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

”მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. 2018 წლამდე სულ 4 წელიწადი დარჩა, რომ მისი აქტი, ხელმოწერილი დამფუძნებელი კრების და მთავრობის წევრთა მიერ 100 წლისა შესრულდეს.

გილოცავთ ასევე ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. ამ დღეს 1980 წლიდან (ანუ ზვიად გამსახურდიას გადასახლებიდან ჩამოსვლიდან) იმჟამად ნახევრად იატაკქვეშა, დისიდენტურ-სამართალდამცველური და პატრიოტული მოძრაობის წევრები მერაბ კოსტავას სახლში აღვნიშნავდით ხოლმე.

მინდა ჩვენს ამ დღესასწაულზე ასევე აღვნიშნო უკრაინაში წარმატებულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც კარგია მშვიდობისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის სტაბილურობისთვის მთელს რეგიონში.

უკრაინამ საკმაო ერთსულოვნებით აირჩია ახალი პრეზიდენტი და მისი სახელია პეტრო პოროშენკო, 49 წლის, განათლებით საერთაშორისო იურისტი. კარგი დიპლომატი, მსხვილი ბიზნესმენი შოკოლადის წარმოებაში, (მისი ფირმის ბრენდია "როშენ," ცნობილი ევროპაში) ფლობს დაახლოებით 2 მლრდ. ქონებას. პოლიტიკაშია უკვე 2 ათეულ წელზე მეტი. პოროშენკოს თავიდან არ იღებდნენ მაიდნის ოპოზიციაში, მაგრამ მოულოდნელად მას ადგილი დაუთმო ვიტალი კლიჩკომ და წარადგინა პარტია "უდარის" საპრეზიდენტო კანდიდატად.

აი რას წერს მასზე რაულ ჩილაჩავა, ჩემი მეგობარი, უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოეტი და უკრაინის ელჩი ლატვიაში ამ რამოდენიმე წლის წინ: "იმ პასიანშში... იგი მაინც ყველაზე მისაღები კანდიდატი იყო: არის ერუდირებული, უცხო ენების მცოდნე, წარმატებული ბიზნესმენი, კარგი ეკონომისტი, პატრიოტი, გამოკვეთილად პროევროპული ორიენტაციის. მან უკვე ჩამოაყალიბა თავისი სამი პრიორიტეტი: ომის დამთავრება, კორუფციასთან ბრძოლა, ევროინტეგრაცია. დიდ პოლიტიკაში იგი მოდის შეკვეცილი საპრეზიდენტო უფლებებით, ამიტომ მოუწევს ხელისუფლების შტოებთან საჭირო ბალანსის შესანარჩუნებლად საკუთარი დიპლომატიური ნიჭის მთელი სისავსით გამოვლენა. მისი ყველა გეგმის წარმატება კი დამოკიდებული იქნება უპირველესად იმაზე თუ რამდენად მოახერხებს ვლადიმერ პუტინთან საერთო ენის გამონახვას, მით უმეტეს რომ უკვე თქვა - ყირიმი და ევროპული კურსი ვაჭრობის საგანი არ იქნებაო."მემარჯვენე სექტორის ლიდერმა, დმიტრო იაროშმა ხმების 1 პროცენტი მიიღო. ამითი დასრულდა მითი "ფაშისტურ" მაიდანზე.

ასე რომ, უკრაინის ეს წარმატება ვგონებ, უნდა გაუხარდეს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და დამოუკიდებლობა როგორც ევროპაში, ისე ევროპა-აზიის საზღვარზე. ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალური უნდა გაკეთდეს”, - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს