"ღამე ბანდა დადის" - პლაკატები აკრძალულ ზონაში და ღამის გარჩევები გორის ქუჩებში

"ღამე ბანდა დადის" - პლაკატები აკრძალულ ზონაში და ღამის გარჩევები გორის ქუჩებში

იმ დროს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასასრულს უახლოვდებოდა, გორში არანაკლებ დაძაბული მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს ქუჩაში ჰქონდათ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს 5 მაისს, ღამის პირველ საათზე, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები მიადგნენ და ოქრუაშვილის პლაკატებთან გორის მერობის კანდიდატის, ვასილ ბუთხუზის პლაკატების გაკვრა აუკრძალეს.

"მეგონა ისევ 2004-2005 წლები დაბრუნდა. სავარაუდოდ, ტყვიაველები იყვნენ, საქმის გარჩევა დამიწყეს და დაგვესივნენ. აქ ნუ აკრავთ თქვენს პლაკატებსო. შევწყვიტეთ იმ ადგილზე მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა ინციდენტი", - აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი სოსო ბორცვაძე.

მისი თქმით, ჯგუფის რაოდენობა დაახლოებით 15-20 კაცისგან შედგებოდა. "ქართული პარტიის" აქტივისტები აცხადებენ, რომ სოსო ბორცვაძეს მხოლოდ ის ურჩიეს, რომ პლაკატები მათ პლაკატებზე ზედ არ გადაეკრათ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა