რუსი ფეხბურთელების ცოლები მუნდიალის წინ გაშიშვლდნენ (+ფოტო)

რუსი ფეხბურთელების ცოლები მუნდიალის წინ გაშიშვლდნენ (+ფოტო)

რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ცოლები ფოტოკამერების წინ გაშიშვლდნენ, რათა თავიანთ მეორე ნახევრებს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საბრძოლო განწყობა აუმაღლონ.

საფეხბურთო თემატიკის ეროტიკული ფოტოსესიის შედევრები მამაკაცური ჟურნალის Maxim-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდება, თუმცა რამდენიმე ფოტო ინტერნეტში უკვე გავრცელდა.

გადაღებაში მონაწილეობა რუსი ფეხბურთელების, ფიოდორ სმოლოვის, ანდრეი იეშჩენკოსა და იური ჟირკოვის ცოლებმა მიიღეს - ვიქტორია ლოპირიოვამ, მარია იეშჩენკომ და ინა ჟირკოვამ.

"ძველ საბერძნეთში, ქმრებს ომში რომ აცილებდნენ, ეუბნებოდნენ - ან ფარით ხელში დაბრუნდი, ან ფარზეო, ანუ, ან გამარჯვებული, ან გმირულად დაღუპულიო. ასე რომ, ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს ფარით ხელში დაბრუნებას, გულშემატკივრებს კი - სიხარულით ყვირილისგან ხმის ჩახლეჩას", - თქვა მშვენიერმა ვიქტორიამ მას შემდეგ, რაც ფოტოკამერის წინ პოზიორობა დაასრულა.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს