დამნაშავე ზოდიაქოს ნიშნები - რომელია ყველაზე გარეწარი?

დამნაშავე ზოდიაქოს ნიშნები - რომელია ყველაზე გარეწარი?

ვერძი

იმპულსური გარეწარია... და ამით ყველაფერია ნათქვამი. დააშავებს და მერე ან იხდის ბოდიშს - ხმაურიანად, თავის იატაკზე დარტყმით და სხვა თეატრალური ეფექტებით (ხვალ რომ იგივე ჩაიდინოს) ან საერთოდ არ ითხოვს პატიებას - "სიამაყე არ უშვებს".

თავის მართლება: "რაღაც დამემართა", "ეშმაკი შემიჩნდა" და სხვა.

კურო

ანგარებიანი გარეწარი... ვერძის სრული ანტიპოდი. შეგიძლიათ არც ჰკითხოთ: "ხვდები მაინც, რას აკეთებ?" გადასარევად ხვდება. წინასწარ გათვალა, სად დაერტყა, რომ უფრო მტკივნეული ყოფილიყო.

თავის მართლება: "დაიმსახურე და მიიღე!"

ტყუპი

ქარაფშუტა გარეწარი... ხშირად ვერც აცნობიერებს, რომ ნაძირალასავით იქცევა, ხოლო ჩადენილს 5 წუთში ივიწყებს.

თავის მართლება: "შენ რა, გაბრაზდი? რატომ?"

კირჩხიბი

საწყალი გარეწარი... ეს თქვენ ხართ ნაძირალა, ის კი - უდანაშაულო მსხვერპლი. ასე იქნება ყოველთვის, თუნდაც მის ანგარიშზე ჩადენილი სისაძაგლე თქვენსას ერთიორად აჭარბებდეს. მეტიც - ის იზრუნებს, რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რა საშინლად მოექეცით საწყალს.

თავის მართლება: "შენ მაიძულე!"

ლომი

თვითკმაყოფილი გარეწარი... ის დიადია, დანარჩენი - მის ფეხებთან დაყრილი ნაგავი. სწორედ ამ მდგომარეობიდან გამოდის ყველა მისი უღირსი საქციელი.

თავის მართლება: "მინდოდა და გავაკეთე".

ქალწული

გულღრძო გარეწარი... ოდესღაც, სადღაც მისი გზა გადაკვეთეთ (ან რაღაც ისე არ თქვით მისი მისამართით) - ჰოდა, მიიღეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის შესაფერის მომენტს ელოდა, რომ სამაგიერო გადაეხადა.

თავის მართლება: ან ხმადაბლა იტყვის: "მეე?! ეს როგორ იფიქრე?!" ან, დემოსტრაციულად, "გახსოვს...?"

სასწორი

მხდალი გარეწარი... საერთოდაც, პირველ ადგილზეა ნაძირლების რეიტინგში. გარეწარი, უსინდისო არსებაა. აქ მოიტყუა, იქ დააბრალა, უღალატა - ასეთია მისი ცხოვრების წესი და ყველაფერი ეს სიმხდალის გამო.

თავის მართლება: არანაირი. მიჰქარა და დაიმალა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს