საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილსა და შსს-ს მიმართავს და ოფიციალური განცხადების საკუთარ ვერსიას სთავაზობს.
ტექსტი მოგიმზადეთ, დრო რომ არ დაკარგოთ!...
დღეს, ვაკეში, ლიტერატურულ კაფეში (აბაშიძის 22), "ნაციონალური მოძრაობის" - გიო მგელაძედ და რეზო თაბუკაშვილად გადაცმული წევრები, თავს დაესხნენ ზურა ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას.
ძლივს "ბაბულიკებამდე" ამოვქაჩეთ და ისევ "ძველ ბიჭებამდე" ჩაგვაბრუნეს.
შენ ზვიგენი გამოკვებე და სტაფილოს წვენის მიღება არ დაგავიწყდეს, ამ ამბებს ჩვენ მივხედავთ. მივხედავთ რა, გაგებით მოვეკიდებით.
რაც მთავარია - თავისუფლად ვსუნთქავთ და გასაოცარი დემოკრატიაა", - წერს ხაჩიძე.
იხილეთ ასევე: ზურაბ ჭიაბერაშვილის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ