კრემაციის ნაცვლად რომ დამარხონ, ჩინელი მოხუცები თავს იკლავენ

კრემაციის ნაცვლად რომ დამარხონ, ჩინელი მოხუცები თავს იკლავენ

ჩინეთის პროვინცია ანხოიში ახალი კანონი მოქმედებს, რომელიც დამარხვის აკრძალვას გულისხმობს.

1 ივნისამდე დამარხვა ნებადართულია, 1 ივნისის შემდეგ კი ყველა სასაფლაოს დახურავენ. სასოწარკვეთილი მოხუცები, რომლებიც კრემაციის მომხრენი არ არიან, თავს იკლავენ - მათ სურთ, სიკვდილი 1 ივნისამდე დაფიქსირდეს, რათა დაიმარხონ. როგორც ამბობენ, 1 ივნისის შემდეგ ყველა გარდაცვლილს კრემაცია ჩაუტარდება, რადგანაც ხელისუფლების აზრით, სასაფლაოები ზედმეტად დიდ ადგილს იკავებს.

ოფიციალური პირები უკვე იმყოფებოდნენ დამკრძალავ სალონებში - მათ კუბოების განადგურება დაევალათ. ქვეყნის დიდ ქალაქებში კრემაციას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ, მაგრამ სოფლებში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებისთვის კრემაცია მიუღებელია. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რამდენიმე მოხუცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგანაც სურდათ, რომ დროში ჩატეულიყვნენ და დამარხულიყვნენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს