4 ნიშანი, რომ გოგონა მეგობრად გთვლით და როგორც კაცი არ მოსწონხართ

4 ნიშანი, რომ გოგონა მეგობრად გთვლით და როგორც კაცი არ მოსწონხართ

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ დროს ატარებთ მის გვერდით, რამდენად ხშირად ესაუბრებით ტელეფონით, ან თუ "ფეისბუქზე" მის პოსტებს სასაცილო კომენტარებს ურთავთ - ქალი არასდროს მოგცემთ უფლებას, მეგობრობის ზღვარი გადალახოთ თუ როგორც კაცი ისე არ იზიდავთ.

ვიდრე სიყვარულში გამოუტყდებით და პასუხად მიიღებთ სიტყვებს - "ვფიქრობ, ერთად ძალიან კარგად ვართ, მაგრამ მხოლოდ მეგობრობის შემოთავაზება შემიძლია", ამ სტატიის წაკითხვას გირჩევთ. თუ ამ 4 პუნქტიდან 2 მაინც ემთხვევა, გამოდის გოგონა თქვენში მხოლოდ მეგობარს ხედავს.

1. თუ გირეკავთ, ან სოციალურ ქსელში მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლის შესახებ გიყვებათ. თუ თავს ცუდად გრძნობს და გწერთ, გამოდის, რომ თქვენდამი კეთილგანწყობილია და იმედი აქვს, დაეხმარებით, ანუგეშებთ. თუ წვეულებაზე თქვენთან ერთად წასვლა გადაწყვიტა არ იფიქროთ, რომ სასმელზე დამპატიჟებელი მამაკაცი ჰორიზონტზე არ ჰყავს, უბრალოდ გვერდით საუკეთესო მეგობარი სჭირდება და ეს თქვენ ხართ.

2. თუ გოგონა თქვენში საყრდენს ხედავს: ეს ალბათ, ყველაზე უკიდურესი და მძიმე შემთხვევაა. ყველა ფოტოში მეგობრულად ლოყაზე გკოცნით, შოპინგზე ერთად დადიხართ და მუდამ მის ჩანთებს ატარებთ, მამაკაცის შესახებ მოგითხრობთ რომელიც მოსწონს ან უარეს შემთხვევაში მასთან ერთად პაემანზე შორიახლოს ყოფნას გთხოვთ.

3. თუ გოგონა მობილურში თქვენს ზარებს, "ფეისბუქში" მიწერილ ტექსტებს, ან მესიჯებს გვიან პასუხობს ჩათვალეთ რომ მეგობარი ხართ. ყველა ქალი გეტყვით, რომ მამაკაცის შეტყობინებებს, რომელიც მოსწონთ ყოველთვის პასუხობენ და მასთან კონტაქტისთვის დროს არ კარგავენ. ამასთან, თუ მის გარეგნობაზე კომპლიმენტს ეტყვით მადლობას ყოველთვის მეგობრულად გადაგიხდიან და გაგრძნობინებენ, რომ ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არა სექსუალური.

4. თუ გოგონა სხვა მამაკაცების გარეგნობაზე თქვენთან საუბრობს, ან რჩევებს გეკითხებათ, თუ როგორ მოხიბლოს ეს ნათელი ნიშანია რომ მხოლოდ მეგობარი ხართ. თავს ნუ მოიტყუებთ და იფიქრებთ, რომ გაეჭვიანებთ - რომელი ქალი გეტყვით, რომ ბარში სიმპატიურ კაცს მოჰკრა თვალი თუ თქვენ მოსწონხართ?

მომზადებულია lifegooroo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს