ორსული გოგონა ძმამ და მამამ სასტიკად აწამეს, რადგან სიყვარულით გათხოვდა

ორსული გოგონა ძმამ და მამამ სასტიკად აწამეს, რადგან სიყვარულით გათხოვდა

3 თვის ფეხმძიმე ოჯახის წევრებმა უმაღლესი სასამართლოს წინ ქვებით ჩაქოლეს, რადგანაც სიყვარულით გათხოვდა.

ფარზანა ფარვენი ოჯახის 20-მა წევრმა, მათ შორის მისმა მამამ და ძმებმა სასიკვდილოდ მხოლოდ იმისთვის გაიმეტეს, რომ გოგონამ იმ მამაკაცზე გათხოვება გადაწყვიტა, ვინც უყვარდა.

როგორც პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი, ნასემ ბუტი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, 25 წლის ფარზანა მუჰამედ იქბალზე წლების განმავლობაში იყო დანიშნული, თუმცა ოჯახის ნებართვის გარეშე. ფარზანას მამამ სიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. წყვილს ოჯახის წევრები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქმართან ერთად სასამართლოდან გამოდიოდა. მამა და ძმები ფეხმძიმეს ხელკეტებითა და აგურებით სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც 45 წლის ქმარი, იქბალი ამბობს, მან და ფარზანამ შეხვედრები პირველი ცოლის (მასთან 5 შვილი ჰყავს) სიკვდილის შემდეგ დაიწყეს და ერთმანეთი შეუყვარდათ. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ცოლის ოჯახის წევრები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ ვიდრე მათ ქალიშვილს ცოლად შეირთავდა, ფული მიეღოთ.

ვინაიდან პაკისტანში ე.წ. შეთანხმებული ქორწინებაა გავრცელებული, კონსერვატორი პაკისტანელები სიყვარულით გათხოვებას დანაშაულად აღიქვამენ. სამწუხაროდ, ფარზანა ერთ-ერთია იმ უამრავ ქალს შორის, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მოკლეს, რომ ოჯახის ნებართვის გარეშე საკუთარი სურვილით გათხოვდა. როდესაც გოგონა ასეთი საქციელით ოჯახის ღირსებას შელახავს, ოჯახის წევრები, ძირითადად მამა, ძმა, ან მეუღლე საჯაროდ სჯის. როგორც ადამიანების უფლებათა დამცველ ორგანიზაციებში აცხადებენ, პაკისტანში ე.წ. "ღირსების მკვლელობას", ან "ღირსებისთვის სასჯელს" მარტო 2013 წელს 869 ქალი ემსხვერპლა; ყველა შემთხვევაში, ქალის მკვლელობაში ოჯახის წევრი მამაკაცები მონაწილეობდნენ; ზოგიერთი ოჯახის უფროსი ქალის მკვლელობას სხვა ადამიანს უკვეთავს, შემდეგ კი მას პატიობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს