მსოფლიოში ყველაზე დიდი ქაღალდის თვითმფრინავი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ქაღალდის თვითმფრინავი

ბავშობაში ქაღალდის თვითმფრინავი ბევრ ჩვენგანს გაუკეთებია. თუმცა არსებობენ ენთუზიასტები, რომლმაც ამ გზით მსოფლიო რეკორდების დამყარება გადაწყვიტეს. 2012 წელს, აშშ-ში ერთ-ერთი საავიაციო მუზეუმის პატრონაჟით, ენთუზიასტთა ჯგუფმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ქაღალდის თვითმფრინავი შექმნა. მაგრამ სუსტი კონსტრუქციის გამო, პირველი და ერთადერთი გაფრენის შემდეგ, მფრინავი დაკუჭული მაკულატურის გროვას დაემსგავსა.

წელს ენთუზიასტებმა ძალების მოსინჯვა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს. ახალი თვითმფრინავი სახელად Arturo Desert Eagle სიგრძეში 13,7 მ-ია. მისი ფრთის გაქანი კი - 7,9 მ-ს აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც ქაღალდის გიგანტმა განავითარა 157,7 კმ/სთ-ია.

თვითმფრინავი გოფრირებული მუყაოსგანაა დამზადებული. ზუსტად ასეთივე მასალისგან მზადდება შესაფუთი ყუთები და კოლოფები. თვითმფრინავის კონსტრუქციის შემუშავებაში მონაწილე ენთუზიასტთა ჯგუფს ინჟინერი არტ ტომპსონი ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე სტრატეგიულ ბომბდამშენ B-2-ის პროექტირებაში მონაწილეობდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს