ვახო სანაია უკანასკნელ ეთერს აანონსებს: "მოფიქრებული მაქვს, ამას როგორ გავაკეთებ..."

ვახო სანაია უკანასკნელ ეთერს აანონსებს: "მოფიქრებული მაქვს, ამას როგორ გავაკეთებ..."

ტელეწამყვანი ვახო სანაია Facebook-ზე მისი უკანასკნელი გადაცემის სცენარს ამხელს. სანაია წერს, რომ ეს მისი საუკეთესო გადაცემა იქნება, თუმცა მის გარეშე...

Facebook/ ვახო სანაია:

ამ პროფესიიდან ჩემი წასვლის დრო რომ მოვა, მოფიქრებული მაქვს, ამას როგორ გავაკეთებ. დავგეგმავ გადაცემას ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრებით. მთელი კვირა იტრიალებს ანონსი. ძალიან ბევრ სტუმარს მოვიწვევ. როცა ეთერს 3 წუთი დააკლდება და მე სტუდიაში არ შევალ, დამიწყებენ ძებნას.

რა თქმა უნდა, დამირეკავენ ტელეფონზე და მე ვეტყვი, რომ საგრიმიოროში ვარ და ერთ წუთში მანდ გავჩნდები ,,პეტლიჩკის" დასამაგრებლად... სინამდვილეში ამ დროს მე ვიჯდები თბილისი-სტამბოლის რეისზე და პასპორტში ჩადებული მექნება რიოს ბილეთიც. ,,აი, შემოვდივარ სტუდიაში" - ამ სიტყვებით გავთივაშ ტელეფონს და გავიხედავ თვითმფრინავის ფანჯარაში, რომელსაც ცერად ეცემა წვიმის წვეთები ...

ეს იქნება ჩემი საუკეთესო გადაცემა...", - წერს ტელეწამყვანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს