ბრედ პიტს პრემიერაზე უკრაინელმა კაცმა მუშტი ჩაარტყა

ბრედ პიტს პრემიერაზე უკრაინელმა კაცმა მუშტი ჩაარტყა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, ფილმის - Maleficent-ის პრემიერაზე უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა - სრულიად მოულოდნელად სახეში მუშტი მიიღო.

თავდამსხმელი უკრაინელი ვიტალი სედიუკია. სამართალდამცავებმა ვიტალი დააპატიმრეს. უკრაინელი მამაკაცი ამგვარ საქციელში არაერთხელ არის შემჩნეული: ის "გრემის" დაჯილდოებაზე სრულიად უცერემონიოდ სცენაზე ავარდა და ბრედლი კუპერის მენჯს ჩაეხუტა, ერთ-ერთ ღონისძიებაზე უილ სმიტისთვის კოცნა დააპირა და სხვა.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს