ავტორი:

რომელი ბოსტნეული უნდა ჭამოთ, თუ ბზინვარე ნამზეური გსურთ - პროდუქტები სწრაფი და თანაბარი რუჯისთვის

რომელი ბოსტნეული უნდა ჭამოთ, თუ ბზინვარე ნამზეური გსურთ - პროდუქტები სწრაფი და თანაბარი რუჯისთვის

ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს სწრაფი და ლამაზი ნამზეურის მიღებას. ამიტომ, გაითვალისწინეთ რჩევები და ვიდრე შვებულებას აიღებთ, რაციონში ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ჩართეთ. ეს ჯანსაღი დიეტა ძირითადად შეიცავს ისეთ ხილს და ბოსტნეულს, რომელიც ხელს უწყობს მელანინის გამომუშავებას და კანის დაცვას.

ნამზეურის მისაღებად ყველაზე კარგი საშუალება სტაფილო და სტაფილოს წვენია. ამ ბოსტნეულის საოცარი ძალის შესახებ დერმატო-კოსმეტოლოგებიც საუბრობენ. ბეტა კაროტინი, რომელიც სტაფილოს წვენში მრავლადაა, კანს ნამზეურის იერს აძლევს.

ამიტომ, ვიდრე პლაჟზე რუჯის მისაღებად გახვალთ, დალიეთ 1 ჭიქა სტაფილოს წვენი. არ დაგავიწყდეთ, წვენში ჩაამატეთ ცოტაოდენი ნაღები, რათა ორგანიზმის მიერ ვიტამინების ათვისება მოხდეს. თუკი ცოცხალ სტაფილოს შეჭამთ, შეგიძლიათ მას დაუმატოთ ასევე ნაღები, ან ზეითუნის ზეთი. თუმცა, სტაფილოსთან ერთად ბევრ ცხიმსაც ნუ მიიღებთ, რადგან ამ შემთხვევაში კანის ფერი არაბუნებრივად ყვითელი გაგიხდებათ.

რუჯის სწრაფად მიღებაში ასევე დაგეხმარებათ: ნესვი, საზამთრო, ისპანახი, ატამი, გარგარი, პომიდორი, სატაცური და ბროკოლი. ეს ბოსტნეული და ხილი შეიცავს ბევრ ვიტამინს, მათი მიღება კი ჩვენს კანს უფრო ჯანსაღს ხდის, რაც უზრუნველყოფს ნამზეურის დიდხანს შენარჩუნებას.

ისპანახის მიღების დროს ნამზეური უფრო ბზინვარე გექნებათ და დიდ ხანსაც გაგყვებათ.

საზამთრო კანს ამშვიდებს და თავიდან აიცილებთ კანის გამოშრობას.

გარგარში ასევე არის ბეტა კაროტინი, რკინა, ფოსფორი, В ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აჩქარებენ ნამზეურის მიღების პროცესს და კანსაც იცავენ მზისგან. საკმარისია დღეში 200 გრ ახალი გარგარის ნაყოფის მიღება.

ჩართეთ რაციონში ციტრუსები, პომიდორი, კენკროვანი, ბულგარული წიწაკა, კომბოსტო, თხილეული, სალათის ფურცლები...

თუკი ყოველდღიურ რაციონში აღნიშნულ პროდუქტებს შეიტანთ, თქვენ არამხოლოდ სწრაფ და თანაბარ ნამზეურს მიიღებთ, არამედ მთელ ორგანიზმს გაიჯანსაღებთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს