ვერძი
აქტიური უნდა იყოთ, ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების შეწუხება, დააინტერესეთ თქვენი იდეებით. კარგი დღეა რჩევების მისაღებად. რაც უფრო მეტ კითხვას დასვამთ, მით მეტ პასუხს მიიღებთ.
კურო
ცვლილებების, ახლის დაწყების დღეა. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, თანამოაზრეები და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეძლებთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ გულხელდაკრეფილი იჯდებით, ვერაფერს მიაღწევთ.
ტყუპი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე დამოუკიდებლად მოაგვარეთ. საკუთარ იდეებს გარშემო მყოფებს ნუ გაუმხელთ. საერთოდაც, ეცადეთ ისინი თქვენს ცხოვრებაში ნაკლებად ჩაახედოთ.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება ახლობელი გადაარჩინოთ, მის მიერ შესასრულები საქმე თავად მოაგვაროთ ან სამსახურში გამოიჩინოთ თავდადება. აღიარება და პატივისცემა გელით, თუ დახმარებაზე უარს არავის ეტყვით.
ლომი
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ ემოციები. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. თითოეული ნაბიჯი გაიაზრეთ; ნუ იქნებით სხვის იმედზე.
ქალწული
უმჯობესია, დღეს მარტო დარჩეთ, ვიდრე უაზრო საუბრებსა და გარშემო მყოფებზე მოიშალოთ ნერვები. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად გათვალეთ, გაანალიზეთ და შემდეგ შეუდექით მოქმედებას.
სასწორი
კარგი დღეა პირად ცხოვრებაში ცვლილებისთვის, მთავარია, თავად იყოთ მზად ამისთვის; დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებაში და აღარ იყოყმანოთ.
იხილეთ გაგრძელება