ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს

ფუტკრის რძე 54 დაავადებას კურნავს

ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ.).

ფუტკრის რძის ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით და ამიტომაც სრულფასოვანი არიან. მასში ბევრია С, B1, B2, B5, B6, B8 ვიტამინები, ბიოთინი, ფოლის მჟავა, ინოზიტი და ნაკლები- A, D, E ვიტამინები. ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - საერთო რაოდენობით 3,9%.

ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს