მირზაანის რწმუნებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდა

მირზაანის რწმუნებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანის რწმუნებული აკაკი თარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, 71 წლის დომენტი ყოჩიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ ყოჩიშვილი 27 მაისს დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი აცხადებს, რწმუნებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა 71 წლის მამაკაცს სახლში მიუვარდა.

"27 მაისს, დავით ბაქრაძე იყო ჩამოსული. შეხვედრას ესწრებოდა სოფელ მირზაანში მცხოვრები დომენტი ყოჩიშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერია. შეხვედრის შემდეგ, ამავე მოქალაქემ შტაბში დარეკა და დახმარება გვთხოვა. ადგილზე მისულებს მოქალაქის სახლის წინ დაგვხვდა უგონოდ მთვრალი სოფლის რწმუნებული, რომელმაც ჩვენს მისვლამდე მამაკაცს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოხუცის თქმით, რწმუნებული მასთან მუქარით უკვე მესამედ მივიდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. პოლიციაც მოვიდა", - აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა