"ტვიტერში" მეტსახელად ალაჰის შერჩევისთვის, თურქი მასწავლებელი 15 თვით დააპატიმრეს

"ტვიტერში" მეტსახელად ალაჰის შერჩევისთვის, თურქი მასწავლებელი 15 თვით დააპატიმრეს

თურქეთში მცხოვრები მასწავლებელი "რელიგიური ფასეულობების დამცირებისთვის" დააპატიმეს. მან "ტვიტერში" ზედმეტსახელად ალაჰი "'Allah C.C" შეარჩია.

მასწავლებელი, რომლის ნამდვილი სახელია ერთანი, თურქეთში მუშის პროვინციაში ცხოვრობს. მას ბრალად ღმერთისა და წინასწარმეტყველის სახელის დაკნინება ედება.

შეგახსენებთ, მარტში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა "ტვიტერი" აკრძალა, რადგანაც სოციალური ქსელით ვრცელდებოდა ინფორმაცია მთავრობის წევრების კორუფციაში ჩართვის შესახებ. თურქეთში მოგვიანებით YouTube-ს დაბლოკვაც გადაწყვიტეს, თუმცა უმაღლესმა სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ეს აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს