1. ენერგიის აღსადგენად: 1 ცალი ფორთოხალი, 1/4 გრეიპფრუტი, 1/4 ლიმონი (კანიანად) მიირთვით დაძაბული სამუშაო დღის ან მძიმე საკვების მიღების შემდეგ.
2. გაციების დროს: 1 დიდი ფორთოხალი, 1/2 ლიმონი (კანიანად), 1/4 ჭიქა მინერალური წყალი.
3. წონის დასაკლებად: 1/2 ვარდისფერგულიანი გრეიპფრუტი, 2 ცალი ვაშლი.
4. სისხლის დასაწმენდად: 3 ტკბილი ვაშლი, 8 ცალი მარწყვი. არომატული და ხასხასა ფერის წვენი გემრიელი და სასარგებლო დასალევია.
5. სახის კანის გასაუმჯობესებლად: 8 ცალი მარწყვი, 2 მტევანი შავი ყურძენი.
6. ჯანმრთელობისთვის: 1 ცალი ხურმა, ანანასის 1 რგოლი, 1 ცალი მსხალი.
7. იმუნიტეტის ასამაღლებლად: 3 ცალი სტაფილო, თითო კონა ნიახური და ოხრახუში, 1 ცალი ვაშლი, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით და გაღვივებული ხორბალი.
8. ნერვული სისტემის აღსადგენად: 1/2 პომიდორი, 100 გრამი კომბოსტო, 2 კონა ნიახური.
9. კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად: 6 ცალი სტაფილო, 1/2 მწვანე წიწაკა. განსაკუთრებით სასარგებლოა გარდატეხის ასაკის პერიოდში.
10. სისხლის რკინით გასამდიდრებლად: 6 ცალი სტაფილო, ნედლი ისპანახის 6 ფოთოლი, 4 ცალი სალათის ფურცელი, 1/4 თალგამი, ოხრახუშის 4 ღერი.
11. წიდებისგან გასათავისუფლებლად: თუ ხორცის მოყვარული ბრძანდებით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. 2-3 ცალი სტაფილო, 1/2 კიტრი, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით.
12. კუჭის უკეთესი მუშაობისთვის: 1/2 პომიდორი, 100 გრამი კომბოსტო, 2 კონა ნიახური.
13. ძვლების გასამაგრებლად: 5-6 ცალი სტაფილო, კომბოსტოს 4 საშუალო ზომის ფოთოლი, ოხრახუშის 4 ღერი, 1/2 ვაშლი (სასარგებლოა ბავშვებისთვისაც)
14. ფრჩხილების გასამაგრებლად: 6 ცალი სტაფილო, 1/2 ძირთეთრა.
15. ძილის გასაუმჯობესებლად: 5 ცალი სტაფილო, 1 კონა ოხრახუში, რამდენიმე ღერი ნიახური.
16. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: 6 ცალი სტაფილო, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით.
17. ენერგიის მოსანიჭებელი სასმელი: 6 ცალი სტაფილო, 1/2 ჭარხალი თავისი ფოთლებით, 3 კონა ოხრახუში.