უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას 4 წლის შვილმა მამის პასპორტი მოხატა

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას 4 წლის შვილმა მამის პასპორტი მოხატა

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ყველაზე მთავარია პასპორტი არსად დაგრჩეთ, არ დაკარგოთ, მაგრამ ჩინელი მამაკაცი ვერ წარმოიდგენდა, რომ შვილები ასეთ სიურპრიზს მოუწყობდნენ.

ოჯახი სამხრეთ კორეაში მოგზაურობდა, როდესაც ერთ დღესაც 4 წლის პატარა მხატვარმა მამიკოს პასპორტში ჩანახატების გაკეთება გადაწყვიტა. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ოჯახის წევრები ჩინელები არიან. მთელი კვირა ოჯახი მშვიდად და უდარდელად ისვენებდა, მაგრამ შვებულების ბოლოს აეროპორტში მამა ფაქტის წინაშე აღმოჩნდა - პასპორტი მთლიანად ნახატებით იყო აჭრელებული.

ვინაიდან დოკუმენტაციის ამოცნობა შეუძლებელი იყო, მამაკაცს აეროპორტში სერიოზული პრობლემები შეექმნა, მას თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს. უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს