აქტივირებული ნახშირის სასარგებლო თვისებები

აქტივირებული ნახშირის სასარგებლო თვისებები

აქტივირებული ნახშირი არა მხოლოდ ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად გამოიყენება, არამედ კანის სილამაზისთვისაც. შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაშიც იგივე მიზანი აქვს - კანის გაწმენდა -გასუფთავება.

ნახშირზე დამზადებული ნიღბები კარგად წმენდს სახეს და ფორებსაც კი ასუფთავებს. მისი გამოყენება შეიძლება კვირაში 1-2 ჯერ, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისთვის და გადიდებული ფორების შემთხვევაში.

როგორ დავამზადოთ ასეთი ნიღბები საკუთარი ხელით?

თავდაპირველად გაითვალისწინეთ, რომ ნახშირი ტოვებს ლაქებს ხელებსა და ტანსაცმელზე, ამიტომ ფრთხილად უნდა დაამზადოთ.

ნიღაბი ნახშირის ბაზაზე:

ეს ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის გამოდგება. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთ ინგრედიენტზე ალერგიული არ ხართ, შეგიძლიათ მოამზადოთ და კანზე დაიდოთ.

დაგჭირდებათ: 1 ჩ.კ აქტივირებული ნახშირი, დაფხვნილი, 1 ჩ.კ ალოეს წვენი ან გელი, 1 ჩ.კ წყალი, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი, მწიკვი ზღვის მარილი. ყველაფერი ერთმანეთში აურეით და გასუფთავებულ კანზე წაისვით. აცალეთ გაშრობა, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კანს ასუფთავებს, ანიჭებს სიგლუვეს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს