"მომისმინე, შვილო! ნუ დაგავიწყდება, რომ თავად მონა ხარ" - გივი თარგამაძე ღარიბაშვილს

"მომისმინე, შვილო! ნუ დაგავიწყდება, რომ თავად მონა ხარ" - გივი თარგამაძე ღარიბაშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" წვერი გივი თარგამაძე პლანტაციაში სააკაშვილის მუშაობის შესახებ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხუმრობას პასუხობს.

"ჩემი მეზობელი ჰაკიმი გაყეყეჩდა. მერკელთან ვიზიტის წინ საკუთარი მნიშვნელობისა და სიდიადის გრძნობით აღივსო და წაიბლატავა, მიშა პლანტაციაზე უნდა ვამუშაოო, რითაც მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ არა მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი და განათლების მხრივ სტერილურია, არამედ განეკუთვნება იმ უმარტივესთა კლასს, მმართველობის ერთადერთ ფორმად 21-ე საუკუნეშიც მონათმფლობელობა რომ მიაჩნიათ. ძალაუფლება რომ შეიგრძნოს, მონები ჭირდება. ეხლა დავუბრუნდეთ რეალობას და კიდევ ერთხელ მომისმინე, შვილო: მესმის, რომ ტრავმირებული ხარ წარსულით, არ გქონდა სათამაშო, სასწავლებელში ვალოდია ჯინჭარაძესავით გასუსული იჯექი რადიატორთან, მერე თავად გახდი სათამაშო, ზუსტად ისეთი, ცნობილ ფილმში როა, ბერას ერთი თითის გატკაცუნებაზე, მოთხოვნაზე დღისა თუ ღამის ნებისმიერ წამს განასახიერებდი ცხენსა თუ ვირს; თან სიმამრის მონა იყავი, გეგონა, რომ წესია ეგეთი. ეხლა შენც რომ გყავს მონები, აი ისინი, პარლამენტსა თუ მთავრობაში მათრახების ქვეშ ნიჩბებს რომ უსვამენ, ნუ დაგავიწყებს, რომ თავად კვლავაც მონა ხარ, ზუსტად შენნაირი სტერილურის და უმარტივესის, ოღონდ ძალზე დიდფულიანის და ის, რომ მას საკუთარ ბავშვობას აგონებ, მხოლოდ ადასტურებს ჩემს ეჭვს, რომ როგორც კი ამ აღტკინებულ ჯირითში სახეს აილეწავ, უმალ მოგისვრის მოტყუებულთა საჯიჯგნად. კიდევ ერთი: შევარდნაძე ბევრად უფრო ძლიერ დასავლელ პოლიტიკოსებთან - გენშერთან, კოლთან, ტეჩერთან, ბეიკერთან, უფროს ბუშთან სტუმრობდა, თანაც საკმაოდ ხშირად, მაგრამ როცა ხალხმა ნორმალური ცხოვრება მოითხოვა, ამან არ უშველა. რადგან ქვეყნის გაპარტახებაში ედუარდს ბაძავ, შენთვის ვამბობ, იმაშიც მიბაძე, ამდენს ნუ იჭიმები, ნუ უზრდელობ და შენი მფლობელი ცხვირსახოცს რომ დაგიქნევს, ეგებ აქ სადმე ჩუმად ცხოვრების უფლება მოგცეს ხალხმა, როგორც შევარდნაძეს აცდიან თავისი მყრალი, მავნებლური ცხოვრება მშვიდად დაასრულოს აპარტამენტებში. უზრდელობას თუ გააგრძელებ, კანონში ცვლილება სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვის შესახებ ვერაფერი გარანტიაა. და ერთიც: თავდასხმის ობიექტები ისე შეარჩიე, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს მაინც, თორემ, კახელი კაცი ხარ და ხალხს ნუ ათქმევინებ, სად ერეკლე და სად ბიძინას პინგვინის კვერცხიო...", - წერს თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციაში" - ასე იხუმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაურმა ნატანები-შრომა-ურეკის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს