"ლევან ვასაძემ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა" - როგორ ახასიათებს ირაკლი კაკაბაძე ცნობილ ბიზნესმენს

"ლევან ვასაძემ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა" - როგორ ახასიათებს ირაკლი კაკაბაძე ცნობილ ბიზნესმენს

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და საკუთარი თავის შედარებით დახასიათებას აქვეყნებს. მწერალი აღტაცებული დარჩა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში ბიზნესმენის გამოსვლით და წერს, რომ ბილ კლინტონის შემდეგ ასეთი პოლიტიკური ”სფიჩი” არცერთი პოლიტიკოსისგან არ მოუსმენია.

"ლევან ვასაძე ჩემი ბავშვობის და ძალიან ძვირფასი მეგობარია. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ მე და ის ბევრ რამეში სხვა აზრზე ვდგავართ. მე არ მომწონს კაპიტალიზმი და ის კაპიტალისტია. მე მომეწონა ანტი-დისკრიმინაციული კანონი და მას არა. მე ანარქისტი ვარ და ის კონსერვატორი. მე ხანდახან მარქსსაც ვციტირებ და ის მემარცხენე არ არის. მაგრამ, საერთოც ბევრი გვაქვს - ძალიან ბევრი. ის მე ძალიან მიყვარს როგორც ჩემი ძმა, რომელმაც ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა და მე თვითონაც 1989 წლის 9 აპრილს პირდაპირი მნიშვნელობით რუს ჯარისკაცებს არ მოაკვლევინა ჩემი თავი, რაზეც მერე ერთ თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა. გუშინ ვუყურე მის საუბარს ინგა გრიგოლიასთან და უნდა გამოვტყდე - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმები, მისი გამოსვლა იყო ბოლო 20 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამართული და ხედვით სავსე, დალაგებული, ამავე დროს ზომიერი უზადო ხელოვნებით შესრულებული პოლიტიკური სიტყვა, რომელიც მე ბილ კლინტონის მერე არც ერთი პოლიტიკოსისგან არ მომისმენია - არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. აქ ჩანდა კაცი, რომელსაც ნამდვილად სწამს იმის, რასაც ამბობს და რომელსაც სულ არ აინტერესებს რეიტინგები და საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ჩემს დიდ პატივისცემას და უფრო მეტიც - აღტაცებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ფეხით ჯოჯოხეთში მყოფი ბოჰემური ცხოვრებით გაუბედურებული გიჟი მემარცხენე ანარქისტი ვარ. ორი დღეა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ასეთი პოლიტიკური სფიჩი დიდი ხანია არ მომისმენია - ბოლო მახსენდება ბილ კლინტონის გამოსვლა დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე 1992 წლის ივლისში. ეს არის და ეს. იხარე, ლევან და იდღეგრძელე", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ვიდეო: "თუ შეიძლება, ბავშვები ეკრანს მოაშორეთ!" - რა კადრები მიიტანა ლევან ვასაძემ "რეაქციაში"

"თუ თვალში ვეპატარავები, წინადადება მაქვს" - ვასაძე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარე

მარგველაშვილი ჩემი უსაყვარლესი მეგობარია იმის მიუხედავად, რომ უმსგავსო კანონს მოაწერა ხელი - ლევან ვასაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს