აეროპორტში მგზავრი დააპატიმრეს, რომელსაც 66 ჩიტი უბეში ჰყავდა მიკერებული

აეროპორტში მგზავრი დააპატიმრეს, რომელსაც 66 ჩიტი უბეში ჰყავდა მიკერებული

კუბაში მამაკაცი დააკავეს - მას 66 ჩიტი შარვლის უბეში ჰყავდა მიკერებული.

სამართალდამცავებმა მგზავრი აეროპორტში დააპატიმრეს - ის ამერიკაში გაფრენას აპირებდა. ინციდენტი ქალაქ კამაგუეიში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცს შარვლის გახდა მას შემდეგ მოსთხოვეს, როდესაც შენიშნეს, რომ ნაჭერი უცნაურად იყო ამოზნექილი. მან თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და აცხადებდა, რომ შარვალში მტრედი ჰყავდა, რომელიც შვილიშვილისთვის საჩუქრად მიჰქონდა. საბოლოოდ მამაკაცმა შარვალი გაიხადა.

სამართალდამცავები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნახეს რომ შარვალში შეშინებული პატარა სკვინჩები და კოლიბრები იყვნენ. ჩიტებს ნისკარტები აკრული ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ჭიკჭიკის ხმა არავის გაუგია. როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, ყველა მათგანი იშვიათი სახეობისაა და სავარაუდოდ, მოპარულია.

სამართალდამცავების თქმით, 2 ჩიტი, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოსთან ახლოს იყო მოთავსებული, დაიღუპა. მამაკაცს 2 წლით პატიმრობა ელის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს