გადამყიდველი ცნობილები - როგორ ეხმარებიან პოპულარული ქართველები ახლობლებს ავტომობილების გაყიდვაში

გადამყიდველი ცნობილები - როგორ ეხმარებიან პოპულარული ქართველები ახლობლებს ავტომობილების გაყიდვაში

პოპულარობას ცნობილი ადამიანებისთვის ყურადღებისა და ხალხის სიყვარულის გარდა, შემოსავალი მოაქვს. თუმცა ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში პოპულარობა მომგებიანია არა მხოლოდ თავად ცნობილი ადამიანებითვის, არამედ მათი ახლობლებისა და მეგობრებისთვის. ამის დასტური ბოლო დროს "ფეისბუქში" ცნობილი ადამიანების გვერდებზე სარეკლამო განცხადებების გამოჩენაა. ასე მაგალითად, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მეგობრებს ავტომობილების გაყიდვაში ეხმარება.

"აბა დღეს ახალი მანქანა გავყიდოთ )))) ესეც ძალიან კარგია მართლა. ჩემსაც მალე შემოგთავაზებთ ))) კაი ხელი გაქვსო დ აჰა )) კარგი პატრონი ჰყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... და ესეც თუ გაიყიდა 20 პროცენტში ვჯდები)))", - წერს ნინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ცოტა ხნის წინ ნინა სხვა მეგობარს "მინი კუპერის" გაყიდვაში ეხმარებოდა.

"ვის უნდა დღესვე 2 კაპიკად ეს მანქან???? ვისაც ყიდვა გინდათ, დღესვე ქენით, დღეს არის საჭირო 3000 და მერე 2000 ნელ-ნელა. მართლა ძალიან მაგარია. უბრალოდ ძალიან დაჭირდათ დღეს და კარგია ვინმე კარგმა რომ იყიდოს. ვისაც მართლა გინდათ inbox-ში მომწერეთ, მე არ მაქვს დრო და მოვკლავ მაგის პატრონს, გამიჩალიჩა )))", - წერდა ნინა.

ავტომობილის გაყიდვაში ეხმარებიან მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი და მოდელი გიორგი ნაზღაიძე ოთო ფოლადაშვილს.

"მეგობრები ვყიდით ოთოს მანქანას იაფად", - წერს ნაზღაიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს