მამაკაცს, რომელმაც პენისის გასაზრდელი შეუკვეთა, გამადიდებელი შუშა გამოუგზავნეს

მამაკაცს, რომელმაც პენისის გასაზრდელი შეუკვეთა, გამადიდებელი შუშა გამოუგზავნეს

მალაიზიელი მამაკაცი თავს შეურაცხყოფილად გრძობს, რადგანაც ინტერნეტით პენისის გასაზრდელი საშუალება შეუკვეთა, ფულის გადახდის შემდეგ კი გამადიდებელი შუშა მიუტანეს.

მამაკაცი ყველაზე მეტად ინსტრუქციის ტექსტითაა გაბრაზებული, რომელიც გამადიდებელ შუშას თან ახლდა - "არ გამოიყენოთ მზის შუქზე".

ოსტატური თაღლითობის მსხვერპლმა 100 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, თუმცა შეკვეთილი ნივთის ნაცვლად, სრულიად "გამოუსადეგარი" რამ მიუტანეს.

მალაიზიაში კლიენტების საჩივრების ბიუროს თავმჯდომარე მაიკლ ჩონგი გაზეთ Star-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ "მამაკაცი საშინლად უკმაყოფილო და გაბრაზებულია. სამწუხაროდ, ის ერთ-ერთია იმ უამრავ ადამიანს შორის, რომელიც მაცდური და კარგად ორგანიზებული თაღლითობის მსხვერპლია. ადამიანები, რომლებიც ონ-ლაინ გაყიდვებზე მუშაობენ, კლიენტებს დაბალი ფასებით იტყუებენ, მაგრამ შეკვეთილი პროდუქცია მყიდველამდე არ აღწევს".

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს