10 რჩევა დედებს, რომლებიც მუშაობენ - ფრანგული გამოცდილება

10 რჩევა დედებს, რომლებიც მუშაობენ - ფრანგული გამოცდილება

გასული წლის ერთ-ერთი ბესტსელერის - French Children Don't Throw Food ავტორმა, ამერიკელმა პამელა დრუკერმანმა განაცხადა, რომ მშობლის როლის გამკლავებაში მას ფრანგული გამოცდილება ეხმარება. წარმოგიდგენთ ფრანგი დედების 10 წესს, რომლის წყალობით პამელამ თავი გაართვა ოჯახურ სირთულეებს.

1. იდეალური დედები არ არსებობენ

2. ყოველთვის უნდა გქონდეთ შემოსავლის საკუთარი წყარო

3. არ შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება ბავშვს მიუძღვნათ

4. დროდადრო მოშორდით თქვენს შვილს, ამით თქვენ საუკეთესო დედა გახდებით - თუკი ყოველთვის თქვენი შვილის გვერდით იქნებით, ის ვერ ისწავლის დამოუკიდებლად არსებობას და ასევე, ვერ ისწავლის, იყოს ყურადღებიანი სხვების მიმართ...

5. დაივიწყეთ დანაშაულის გრძნობა - არ აქვს აზრი, განიცდიდეთ დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ მუშაობთ. ეს სრულიად დესტრუქციული გრძნობაა, რომელიც მაინც ვერაფერს შეცვლის... მაინც არ გაგიჩნდებათ მეტი დრო, რათა  თქვენს შვილთან უფრო დიდხანს იყოთ. აუხსენით შვილს, რასაც აკეთებთ და სთხოვეთ, ცოტა ხანიც დაგელოდოთ. ბავშვი მიეჩვევა საკუთარი თავის გართობას და ისწავლის იმედგაცრუებებთან გამკლავებას.

6. ნუ გახდებით "ტაქსი-დედიკო" - დედას, რომელსაც მთელი დღე ბავშვი ერთი წრიდან მეორეზე დაყავს, საფრანგეთში არასდროს უწოდებენ თავდადებულს. მით უმეტეს, არ უწოდებენ , თუკი დედა ამას საკუთარი სამსახურის ხარჯზე აკეთებს. ასეთ დედაზე იტყვიან, რომ მან დაკარგა წონასწორობა. მართალია, კარგია როცა ბავშვი აუზზე ან დამატებით სხვა წრეებზე დაგვყავს, მაგრამ მას ასევე უნდა დარჩეს დრო, სახლში დამოუკიდებლად გაერთოს...

7. მშობლების ურთიერთობაში არის ნაწილი, რომელშიც შვილები არ მონაწილეობენ - ყოველთვის გამონახეთ დრო, რომ თქვენს მეუღლესთან განმარტოვდეთ.

8. ნუ მოითხოვთ მეუღლესგან სახლის საქმეებში თანაბარ მონაწილეობას - იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენ იმდენ ხანს მუშაობთ, რამდენ ხანსაც თქვენი მეუღლე. ეს დაძაბულობის მეტს არაფერს მოგიტანთ, განსხვავებით მაგალითად ამერიკელებისგან, რომელთაც მეტად ფემინისტური განწყობები აქვთ. ზოგიერთი ფრანგი უპირატესობას კვლავ ძველმოდურ პრაგმატიზმს ანიჭებს. ამიტომ, ნუ მოსთხოვთ ქმარს იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც მას თქვენთვის შეუძლია. უმჯობესია დაიქირაოთ ოჯახის დამხმარე...

9. საღამო - დიდების დროა, ხოლო თვეში ერთხელ გამოსასვლელი დღეები თქვენი "თაფლობის თვე".

10. უფროსი (ბოსი) - ეს თქვენ ხართ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს