რობერტ სტურუა - "შარვალი და ფეხსაცმელი მიყიდოს ივანიშვილმა"

რობერტ სტურუა - "შარვალი და ფეხსაცმელი მიყიდოს ივანიშვილმა"

რეჟისორი რობერტ სტურუა ბიძინა ივანიშვილს შარვლისა და ფეხსაცმლის შეძენას სთხოვს.

"გუშინ წვიმის დროს დავსველდი და დამეცა ტოტი. წავისვი იოდი და გადავიკარი ბინტი. დამიჯდა 7 ლარი. ტელევიზია და გაზეთები მალავენ, რომ ათასობით გლეხს უფასოდ მოუხნეს მიწა და საჭირო სათესლე მასალაც მიართვეს. მეც მოვითხოვ ნაკაწრის ანაზღაურებას. ჩეკი მაქვს. შარვალი და ფეხსაცმელი მიყიდოს ივანიშვილმა, თუ არა და ბოკერიას მივცემ ხმას... და იმ საზიზღარ თბილისის ყოფილ მერს, მელიაა თუ მგელუა!

ამ!", - წერს ”ფეისბუქის" პირად გვერდზე რეჟისორი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს