ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ თამაზაშვილზე გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ თამაზაშვილზე გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გელა ბერუაშვილი თამაზ თამაზაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ღარიბაშვილის სიმამრის რესტორანში დასახვედრად ბიუჯეტიდან 2350 ლარი დახარჯეს.

ბერუაშვილი სწორედ აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა. ბერუაშვილის განცხადებას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს:

"კახელო "ინფორმაციონშჩიკებო" რას მიაცვ - მოაცვავთ?!

საუკუნეების წინ მოსწრებულად უთქვავს ჩვენს ბრძენ წინაპარს: "ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო", თუმცა ვირსაც გააჩნია და წიხლსაც...

სააკაშვილის დიქტატორული მმართველობის 9-წლიან პერიოდში ქართული ტრადიციების, ეროვნული ღირსებისა და თვითშეგნების განადგურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ქართული ჭიდაობა იქცა. მეტი ვიდრე სპორტი, ქართული ჭიდაობა ხომ ოდითგანვე ქართველი კაცის რაინდად, ღირსეულ მამულიშვილად და სამშობლოს დასაცავად თავგანწირული პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში უდიდეს როლს თამაშობდა. მემატიანემ მე-13 საუკუნეში ლაშა-გიორგის დროინდელი ფალავნების ქართლელი ხიზამბარელისა და კახელი მებურიშვილის ორთაბრძოლის პერიპეტიები შემოგვინახა. დათა ხიზამბარელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, ალექსანდრე ეგნატაშვილი, სანდრო კანდელაკი, კოლია ქვარიანი, ვანო ქიზიყელი, ირაკლი კახელი, ვანო მოდელაური, შიო და გიორგი ვერელები. ეს გახლავთ არასრული ნუსხა ლეგენდარული ფალავნების, რომელთაც ქართულ ჭიდაობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სწორუპოვარი ადგილი დაუმკვიდრეს. აღარაფერს ვამბობთ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებზე, რომელთათვის ფალავნობისთვის ბრძოლა უდიდესს პრესტიჟს წარმოადგენდა.

ნაციონალურმა დიქტატურამ ჯერ რეგიონალური შეჯიბრებები გააუქმა, შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის გამართვაზეც აიღო ხელი და ბოლოს ქართველთათვის ყველაზე პრესტიჟული ასპარეზობა, წლის ფალავნობა ტრადიციულ ცირკის არენას აარიდა და 40 კვ.მ ფართობის ჯურღმულში გამოკეტა. აღსანიშნავია, რომ ზემოთთქმულზე კახეთის საინფორმაციო ცენტრს დღემდე კრინტიც არ დაუძრავს და კახეთის რეგიონში ქართული ჭიდაობის გადაშენების პირას მიყვანის გამო პროტესტით თავი დიდად არ მოუკლავს.

ქართული ჭიდაობის ხელახალი აღორძინება 2013 წლის თებერვლით თარიღდება, როდესაც ქართულ ჭიდაობას სათავეში ცნობილი მოჭიდავე გელა ბერუაშვილი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პროფესიონალების გუნდით ჩაუდგა (ფედერაციის მთელი შემადგენლობა დღემდე უხელფასოდ მუშაობს და საყვარელ საქმეს უანგაროდ ემსახურება). ფალავნობა ჩვეულ არენას დაუბრუნდა, აღდგა როგორც რეგიონალური, ასევე ეროვნული ჩემპიონატებიც. სეზონის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპი ტარდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში შეჯიბრებების გამართვას. ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუს" ხელშეწყობით ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე 70 ახალი, ღია ტიპის საჭიდაო არენის აგება დაიგეგმა (22 ახალი არენა უკვე ფუნქციონირებს).

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ჭიდაობა პირად კონტროლზე აიყვანა და მომავალი თაობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული სახეობის 2016-2020 წლების განვითარების პროგრამაც შეიმუშავა.

ქართულ ჭიდაობას მხარში აქტიურად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებგამოვლილი გენერალი თამაზ თამაზაშვილი დაუდგა, ვინაც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი გახლავთ და საზოგადოებას უახლოესს მომავალში ხსენებული სახეობის საერთაშორისო სტატუსის მოპოვების საქმეში დიდ დახმარებას პირდება.

გარდა ამისა თამაზ თამაზაშვილი ქართული ჭიდაობის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას ესწრება და უმეტესწილად ტურნირის მთავარი მსაჯიც გახლავთ, მისი ავტორიტეტი უზრუნველყოფს ქომაგის არასასურველი ემოციებისაგან შეკავებას და პირველობის მაღალ დონეზე ჯანსაღ სპორტულ ატმოსფეროში წარმართვას.

თამაზ თამაზაშვილი ახმეტაში გამართული ჭაბუკთა შორის საქართველოს პირადი პირველობის მთავარი მსაჯიც გახლდათ, მაღალი ტემპერატურის ქონის მიუხედავად გენერალმა დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა და ახმეტა შეჯიბრების დასრულებისთანავე დატოვა. აღსანიშნავია რომ თამაზ თამაზაშვილი ტრადიციულად თავს არიდებს მსგავსი ღონისძიებების თანმხლებ წვეულებებზე დასწრებას და ახმეტის მსგავსად იგი შეჯიბრების მასპინძელ რაიონს ტურნირის დასრულებისთანავე ტოვებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა