დღეს, ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმს ლომის წილი უჭირავს. მსოფლიოში უცხოელი ვიზიტორებისთვის ბევრი თვალწარმტაცი და სასურველი ადგილი არსებობს. ზოგი კურორტს დასასვენებლად სტუმრობს, ზოგსაც უცხო ქვეყნის ღირშესანიშნაობების მონახულება აინტერესებს. ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა საფრანგეთია. მას წელიწადში 70 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნების ათეული ასეთია:
1. საფრანგეთი- 76,8 მლნ ტურისტი.
ეს არის ქვეყანა, რომელიც ცნობილი არქიტექტურული ძეგლებითა და ისტორიული მუზეუმებითაა. ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს სიყვარულის ქალაქი - პარიზი იწვევს.
2. აშშ- 59,7 მლნ ტურისტი.
ამერიკაში დასათვალიერებელი ადგილი ნამდვილად მრავლად არის, მსოფლიოს დედაქალაქი ნიუ-იორკი, კინოინდუსტრიის ჰოლივუდის სამშობლო ლოს-ანჯელესი, უდიდესი ნაციონალური პარკები - ვაშინგტონი და სან-ფრანცისკო.
3. ჩინეთი- 55,7 მლნ ტურისტი.
ქვეყანა საინტერესოა ეგზოტიკური სამზარეულოთი, ასევე ისტორიული ადგილებით.
4. ესპანეთი - 52,7 მლნ ტურისტი.
ესპანური სამზარეულო და ღვინო, ახალგაზრდების კურორტი იბიცა, გაუდის არქიტექტურა ბარსელონაში, სამეფო ქალაქი მადრიდი, ანდალუზიისა და კასტილინის ისტორიული ქალაქები - კულტურა და გართობა ამ ქვეყანაში მშვენივრად არის შერწყმული.
5. იტალია - 43,6 მლნ ტურისტი.
ვენეციის რომანტიკული არხები, რომის კოლიზეუმი და საოცარი მოედნები, ფლორენცია კულტურული ძეგლებით, რომეოსა და ჯულიეტას ქალაქი ვერონა - ამ ქვეყანაში სანახავი მართლაც ბევრია.
იხილეთ სრულად