არაადამიანური ყოფა: ტაილანდში დასაქმებულ ქალებს პამპერსს აცმევენ

არაადამიანური ყოფა: ტაილანდში დასაქმებულ ქალებს პამპერსს აცმევენ

მძიმე სოციალური ფონის გამო, ბევრი დასაქმებული ხელფასის სანაცვლოდ არაადამიანურ პირობებში მუშაობს.

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ავტობუსის კონდუქტორებს ტუალეტში რომ გავიდნენ, შესვენების დრო არ აქვთ - ამიტომ მათ მთელი დღე პამპერსი აცვიათ. ავტობუსის კონდუქტორი ქალბატონები ბუნებრივ მოთხოვნილებას იქვე იკმაყოფილებენ, თუმცა მისი გამოცვლის საშუალება არ აქვთ. ისინი მთელი დღე დასვრილი პამპერსით მუშაობენ.

ტაილანდის პროგრესული მოძრაობის ფონდის წარმომადგენელი ჯადედ ჩოუილაი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ პამპერსის გამო ქალებს შარდის ტრაქტის ინფექცია აქვთ, უმეტესობას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება და ნაწილს საშვილოსნოს კიბო დაუდგინეს. ამასთან, ავტობუსის კონდუქტორებს არც ჭამის უფლება აქვთ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს