ახალი რეალითი შოუ - მშობიარობა ბუნებაში გინეკოლოგების გარეშე

ახალი რეალითი შოუ - მშობიარობა ბუნებაში გინეკოლოგების გარეშე

ფეხმძიმე ყველაზე სათუთ მოპყრობას საჭიროებს, განსაკუთრებით მშობიარობის დღეს, სადაც ბლოკში გინეკოლოგისა და ექთნების გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამერიკულ ტელეარხ Lifetime-ზე ახალი რეალითი შოუს ანონსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეალითი შოუში ახალგაზრდა მშობლებს იწვევენ - ფეხმძიმეებს უარის თქმა მოუწევთ არა მხოლოდ საავადმყოფოზე, არამედ თავშესაფარზეც კი.

"დაბადება ველურ ბუნებაში" - ასე ქვია შოუს. მშობიარეები სამშობიარო ბლოკის ნაცვლად, პირდაპირ ბუნებაში იმშობიარებენ - გარშემო არ იქნება არც ექიმი და არც თანამედროვე ინვენტარი. ადამიანები, რომლებიც შოუს უარყოფითად აფასებენ, აცხადებენ, რომ ეს ძალიან სახიფათო და საშიში მოდაა და ბევრი დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობას საფრთხეში ჩააგდებს. თუმცა, კრიტიკის მიუხედავად, შოუს პროდიუსერები ირწმუნებიან, რომ მშობიარეცა და ახალშობილიც უსაფრთხოდ იქნებიან.

ამასთან, შოუში მონაწილეობის უფლება არ ექნება მშობიარეს, რომელიც პირველ შვილს ელოდება, ისინი "სტაჟიან" ფეხმძიმეებს ელიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს