"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ღამით ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა"

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ღამით ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა"

ვანში ავტომანქანაში აფეთქებისას დაღუპული მამაკაცის, გიორგი თვალაბეიშვილის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ თვალაბეიშვილის გარდაცვალება იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელს უკავშირდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, პოლიციელი კობა როხვაძე გარდაცვლილის მეუღლეს საყვარლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლის ლიკვიდაციით ემუქრებოდა.

"ყოველ ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი კობა როხვაძე მოდიოდა და ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. მოდიოდა შუაღამით, "ბომბაჩკებს" ყრიდა ეზოში და ნასვამი ჭიშკართან ამუხრუჭებდა. ჩემი რძალი აფთიაქში მუშაობდა და სამსახურს თავი იმიტომ დაანება, რომ იქ მოსვენებას არ აძლევდა და ემუქრებოდა. ტელეფონის ნომერი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ყოველ შეცვლილ ახალ ნომერს იმ დღესვე იგებდა და ეუბნებოდა, რომ ნომრების შეცვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან პოლიციელი იყო და ყველაფერს სხვაზე ადრე იგებდა", - განაცხადა გარდაცვლილის დამ მარიამ თვალაბეიშვილმა.

topnews.com.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება, თუმცა საკითხზე კვლევა მიმდინარეობს. ხოლო მუშაობს თუ არა კობა როხვაძე მართლაც პოლიციაში, ამის შესახებ ცნობას საჯარო ინფორმაციის ბიურო გასცემს.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა