ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას ეხმაურება.
"1. ეკონომიკა არ არსებობდა, ეკონომიკა არ არსებობდა, ეკონომიკა არ არსებობდა - ჰაკიმ ფაშა თვლის რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს აქებდა, სხვა ქვეყნებს სთავაზობდა როგორც რეფორმების მაგალითს, საერთაშორისო რეიტინგებში გვაწინაურებდა ... იქნება ეს მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ სხვები ტყუიან.
პრემიერი ისეთი დებილია, რომ ფიქრობს შენობების შენებით ორმაგდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. პრემიერი თვლის რომ 14 ლარიანი პენსია ეკონომიკის განვითარების გარეშე ათმაგდება. პრემიერი მიიჩნევს რომ 700 მილიონიანი ბიუჯეტის 8 მილიარდად გადაქცევა შენობების აშენებამ გახადა შესაძლებელი.
რა უნდა გელაპარაკოთ - ბოღმით მოწამლული დებილი ხართ!
2. ყველა კვლევით ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი იკლებს - არცერთი კვლევით არ იკლებს პრემიერო. ყველა კვლევა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები უკვეთავენ მიუთითებს იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალაა. ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ პირიქით - თქვენი პოლიტიკური ძალით ფრუსტრაცია იზრდება კატასტროფული სისწრაფით.
რა უნდა გელაპარაკოთ - წვრილი, მოკლეფეხა მატყუარა ხართ.
3. კითხვას, მართლა სჯერა თუ არა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ელექტროენერგიის საკითხი დიდწილად არ გადაუჭრია - პრემიერმა თავი აარიდა.
აი აქ შეგაქებთ - კარგად მოიქეცით. ჯობია საერთოდ არ გასცეთ კითხვებს პასუხი. სჯობს გადადგეთ თანამდებობიდან და ბიძინას პირად თანაშემწედ დაბრუნდეთ - შეუკვეთოთ ხოლმე მისთვის ვერტფმფრენი, როცა ჭორვილაში წასვლა მოუნდება, დადგეთ ოთხზე, ვითომ ვირი ხართ და იყროყინოთ - როდესაც ბერას მოეხასიათება. ისე, რომ საჯაროდ კითხვებზე პასუხის გაცემა არ დაგჭირდეთ.
4. რაც შეეხება კრიმინალის სტატისტიკას - ცრუობთ, კანონი გავალდებულებთ რომ დეტალური სტატისტისტიკა გამოაქვეყნოთ. არც კი იცით - სირცხვილია. კეთილი ნება არაფერ შუაშია. 2014 წლიდან არანაირი სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. 2013 წლის მარტიდან - მას შემდეგ რაც გაზრდილი კრიმინალის გამო კრიტიკის ობიექტი გახდით, დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტეთ.
უვიცი ხართ ბ-ნო პრემიერო - ამ უვიცობით საკუთარ თავს და გუნდს უქმნით პრობლემებს ცხადია, მაგრამ თქვენ ვის ენაღვლებით - ქვეყანა ზარალდება. 4 000 000 ადამიანი ზარალდება....
ბ-ნო პრემიერო, შევეცდები აგიხსნათ:
დაცლილ მთაზე და სოფელზე რომ ღელავთ - თქვენ ხომ წამოხვედით დედოფლისწყაროდან და პაჟად მოეწყვეთ მდიდარ კაცთან? ბიძინა ივანიშვილი ხომ წამოვიდა ჭორვილადან და გამდიდრდა?
სხვა სოფლელებმა რა დააშავეს? რატომ უნდა დარჩნენ მცირემიწიან სოფელს მიჯაჭვულნი? რატომ არ უნდა იშოვონ ისეთი სამსახური, სადაც უფრო მაღალ შემოსავალს მიიღებენ ვიდრე 1 ჰექტარი მიწიდან იღებენ?
თუკი ყველა განვითარებულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი 4-5 პროცენტს არ აღემატება, ქართველების 50% რატომ უნდა დარჩეს მიწას მიჯაჭვული, მაშინ, როდესაც ეს მიწა უბრალოდ არ არის საკმარისი იმისთვის რომ ღირსეულად იცხოვრონ, ღირსეული განათლება მისცენ შვილებს, იმოგზაურონ და ა. შ.
რით ვერ შეიგნეთ, რომ ურბანიზაცია ქვეყნის განვითარების თანამდევი პროცესია?
თქვენ იმაზე კი არ უნდა იზრუნოთ, რომ ხალხი მიწას მიაბათ, იმაზე უნდა იზრუნოთ რომ ბიზნესს განვითარებაში ხელი არ შეუშალოთ და ის ხალხი, ვინც დღეს მიწაზეა გამობმული მომსახურების სექტორში დასაქმდეს.
თუმცა ვის ველაპარაკები - თქვენ ის პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც გაიძახდა რომ "ქართველ ხალხი მოსამსახურეებად გადაიქცა და შეურაცხყოფილია". ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის 60-70-80 პროცენტი სწორედ სერვისის სექტორზე მოდის", - წერს ჩერგოლეიშვილი.