5 სტუმარი, რომელიც ქორწილს ჩაგიშლით

5 სტუმარი, რომელიც ქორწილს ჩაგიშლით

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ქორწილი ერთ-ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი დღეა.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნით - სტუმრების სიის შედგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქორწინო კაბის შერჩევა. 5 სტუმარი, რომელიც ნეფე-პატარძალს ნერვებს მოუშლის და დიდი შანსია, რომ ქორწილიც ჩაშალონ:

1. გოგონა, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს: რა მნიშვნელობა აქვს, თუ სილამაზით პატარძალი ვერ დაიკვეხნის? ეს მისი დღეა და ყველას ყურადღება სწორედ ქორწილის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს სტუმარი გოგონა ამ ბედნიერებას არ მოგანიჭებთ. ის ქორწილში ზედმეტად თამამი მოკლე კაბით მივა, ყველაზე მოდურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩაიცვამს, სექსუალური ვარცხნილობა ექნება და ამ ფონზე, დაქირავებულ ფოტოგრაფსაც კი ვერ აუკრძალავთ, მისი პიკანტური ცეკვა ფირზე არ აღბეჭდოს.

2. ყოფილი შეყვარებული, ან ქმარი: ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ყოფილ პარტნიორებზე ადამიანების ნაწილი დაშორებიდან გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობს და ზოგჯერ ეჭვიანობს კიდეც. განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებიც კვლავ მარტო არიან და თეთრ კაბაში გამოწყობილს ვერ აგიტანენ. ცეცხლს ნუ ეთამაშებით! თქვენი ყოფილი შეყვარებული მამაკაცი, რომელსაც "მეგობრულად დაშორდით" ქორწილს უნებლიედ ჩაგიშლით.

3. ლოთი: თუ თქვენი მეგობარი ძალიან ბევრს სვამს, ქორწილში ცალკე მაგიდა მისთვის გააწყვეთ, რადგანაც სასმელი ნამდვილად არ ეყოფა. ეს სტუმარი ბევრს დალევს, ნერვებსაც მოგიშლით და დიდი ალბათობით ვინმესთან იჩხუბებს.

4. შეშლილი ნათესავები: ყველა ადამიანს ჰყავს შეშლილი ნათესავები, რომელთან სტუმრობის შემდეგაც ფსიქოლოგთან ვიზიტია საჭირო. თუ მაინც დაპატიჟებთ, სადმე შორს, დარბაზის უკან დასვით. თუმცა, მათ უაზრო კომენტარებსა და შეძახილებს მთელი დღე გაიგებთ.

5. ბავშვები: ისინი მთელი დღე მაგიდებს შორის ირბენენ, იხმაურებენ, ცეკვას არ დაგაცდიან. თუ ძიძა არ ჰყავთ, პატარები სტუმრების სიაში არ შეიყვანოთ.

მომზადებულია amerikanki.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს