ზედმეტი სპორტი, დიეტა და კონკურსი - ბავშვების აღზრდის ყველაზე საშიში ტენდენციები

ზედმეტი სპორტი, დიეტა და კონკურსი - ბავშვების აღზრდის ყველაზე საშიში ტენდენციები

მშობლები ვცდილობთ, შვილებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ... ხშირად გვესმის სგავსი ფრაზები -"სამი წლის მერე უკვე გვიანია", რჩევები თანამედროვე აქტიური დედებისგან, რაც გვაიძულებს, კიდევ უფრო მეტად ავჩქარდეთ, რომ მოვასწროთ და ვასწავლოთ, განვავითაროთ, გავუსწროთ. ჩვენი შვილი არავის არ უნდა ჩამორჩეს, ყველაფერი უნდა იცოდეს, ყველაფერზე უნდა დადიოდეს, თანამედროვე ცხოვრებას უნდა უწყობდეს ფეხს... თუმცა დღეს ძალიან მოდური ტენდენციები შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენივე შვილებისთვის. მეცნიერებმა თანამედროვე მშობლებს შორის გავრცელებული ყველაზე საშიში ტენდენციები დაასახელეს.

1. სპორტი - პაწაწინას დაბადების პირველივე თვეებიდან ღლიან მშობლები მასაჟებით, ჩვილთა ცურვით, უცნაური ვარჯიშებით. წლებთან ერთად მატულობს დატვირთვა და მოთხოვნები და სულ უფრო იშვიათად ითავლისწინებენ თვით ბავშვის სურვილებსა და მისწრაფებებს. ბევრი მშობელი შვილის მომავალ ჩემპიონობაზე ადრეული ასაკიდან ოცნებობს. თუმცა მშობლების არაჯანსაღი ამბიციები ტრავმებისა და დეფექტების მომტანი შეიძლება გახდეს, ხოლო ბავშვის ფსიქიკაზე მუდმივი ზეწოლა მის მოუმწიფებელ ფსიქიკას ემუქრება.

2. ახალშობილთა დიეტა - ზოგიერთ დედას ისე ეშინია, რომ მის შვილს ზედმეტი წონა ექნება, ჩვილ ბავშვსაც კი უკონტროლებს რძის რაოდენობას. არადა, ცნობილი ამბავია, რომ ეს პუტკუნა ლოყები და ფეხის ნაკეცები მაშინვე ქრება, როგორც კი ბავშვი იზრდება და აქტიურად იწყებს მოძრაობას, რასაკვირველია, სწორად შედგენილი რაციონის თანხლებით.

3. დედები და სამსახური - იმის გამო, რომ მშობლები თანამედროვე ცხოვრების გიჟურ ტემპს, ტექნიკურ მიღწევებს აჰყვნენ, სამუშაო დღე ხანდახან შუა ღამემდე გრძელდება. თუ სამუშაო არა, მაშინ სოციალური ქსელები ართმევენ დროს მამას თუ დედას. ბავშვები კი, ყურადღებას მოკლებულნი, საკუთარი თავის ამარა რჩებიან. ოჯახური ურთიერთობები სულ უფრო კლებულობს და ბავშვს თბილი და ოჯახური გარემოს განცდა ეკარგება.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს