"როგორ მისტერეოტიპებენ ბავშვს" - მარიამ საჯაია შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მაგალითებს ყვება

"როგორ მისტერეოტიპებენ ბავშვს" - მარიამ საჯაია შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მაგალითებს ყვება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ბავშვის აღზრდის ქართულ მეთოდებს აკრიტიკებს, რომელიც მოზარდს სტერეოტიპების მსხვერპლად აქვცევს.

"დღეს ძალიან მარტივად შევეჯახე სტერეოტიპებს... ისეთს, ფესვგადგმულს, ყურადღებას რომ არ მიაქცევ, მაგრამ მომხვდა...

ნაწილი 1: როგორ მისტერეოტიპებენ ბავშვს

ბუკა გაჯიუტდა და აღრიალდა ქუჩაში, დაიჟინა გაურკვეველი რაღაც... ვდგავარ, ვუხსნი მშვიდად, ყვირილის და ისტერიკის გარეშე. ესეც უმატებს და ბოლოს გადმოყარა ცრემლები. დაახლოებით 5 (ან მეტი) "არამკითხე" ჩაერთო ამბავში ტექსტით "კაი ბიჭო, რა გატირებს, კაცი არ ხარ?! რა გოგოსავით ტირი?!"

... არ ვიცი ... რატო ვასტერეოტიპებთ ბავშვებს, ეტა რას; ტირილის აკრძალვა რომ ნეგატიური ემოციის დაგროვებას და მერე აგრესიაში გამოხატვას იწვევს უნდა ვიცოდეთ, ეტა დვა; ასეხდება კაცებში აგრესორის და მოძალადის ჩამოყალიბება, ეტა ტრი; სხვის პირადში (დედა-შვილის ურთიერთობაში) რომ არ ჩავერიოთ, ეტა ჩიტირი...

ნაწილი 2: როგორი დასტერეოტიპებულია ბავშვი

მოვრჩით აყალმაყალს, დავმშვიდდით, დავლაგდით და შევუდექით "გოლგოთას გზას" (11 სართული, რომელსაც ულიფტობის გამო ფეხით ავდივართ სახლამდე). ვსაუბრობთ საინტერესოდ და უცებ ისმის კითხვა: "მარიამ, რატო ავდივართ სახლში? ყველა სახლში წავიდა ეზოდან და ამიტო ჩვენც უნდა ავიდეთ?" ესეც შენი ჯგუფური აზროვნების შედეგი... ანუ ბავშვი აიყოლიეს იმ გავრცელებულ აზროვნებაში, რომ რადგანაც უმრავლესობა აკეთებს რამეს, ეს არის წესი და უნდა გაიმეოროს. და არა ის, რომ აკეთოს რაც მას პირადად მიაჩნია სწორად, როგორც ინდივიდს.

მოკლედ, მაგრა მოგვიწევს მე და ბუკას გაბრძოლება სტერეოტიპების წინააღმდეგ და ჩვენ მზად ვართ .

პატივისცემით", - წერს საჯაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს