საშვილოსნოდან ამოღებული ყველაზე დიდი სიმსივნე (+4 ფოტო)

საშვილოსნოდან ამოღებული ყველაზე დიდი სიმსივნე (+4 ფოტო)

ამ ფოტოზე მსოფლიოში ყველაზე დიდი სიმსივნეა წარმოდგენილი - ის 15 კილოგრამს იწონის, დიამეტრი კი 53 სანტიმეტრია.

სიმსივნე ინდოელი ქალის საშვილოსნოდან ამოჭრეს. ურთულესი ოპერაცია ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ჩატარდა. პაციენტი 52 წლის ქალია და მას ლათა ქვია. ლათას წლების განმავლობაში სუნთქვა უჭირდა და დაღლილობას გრძნობდა. თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ საშვილოსნოში უზარმაზარი სიმსივნე იზრდებოდა. 1 თვის წინ პაციენტი ძლიერი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმი მანი მეკალაი ამბობს, მთელი გუნდი გაოცდა, როდესაც საშვილოსნოში უზარმაზარი მასა ნახეს.

"სამედიცინო ენაზე ამას გიგანტური საშვილოსნოს მიომა ჰქვია. სიმსივნე საშვილოსნოში სავარაუდოდ 20 წელია იზრდება. ოპერაციაში 4 ქირურგი იყო ჩართული და სამსაათნახევარი მიმდინარეობდა", - ამბობს ექიმი.

ლათა თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდანაც უკვე გაწერეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს