როგორია ქალის იდეალური პირადი ცხოვრება?

როგორია ქალის იდეალური პირადი ცხოვრება?

კომპანია 3M-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორია ქალის იდეალური პირადი ცხოვრება და რა ასაკში სურთ წარმატებული კარიერით ტკბობა. ექსპერიმენტში 2 000 ქალი მონაწილეობდა.

ქალების დიდი ნაწილი გეგმავს, რომ 24 წლის ასაკში იმ ერთადერთ სიყვარულს შეხვდეს, 27 წლის ასაკში შვილები ჰყავდეთ და კარიერის უმაღლეს მწვერვალს 34 წლის ასაკში მიაღწიონ. თუმცა, ქალების ნაწილი აღიარებს, რომ რეალურ ცხოვრებაში მათ გეგმიდან გადახვევა მოუწიათ და მთავარი საფეხურებიც გამორჩათ.

"ყველას გვაქვს ოცნებები და გეგმები. გულის სიღრმეში მაინც გვჯერა, რომ ცხოვრება იმავე გეგმით წარიმართება, რომელიც გვსურს. მიზნების ჩამოწერა იდეალური მოტივაციაა. ამის წყალობით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სწორი მიმართულებით მივიწევთ", - ამბობს პროექტის ორგანიზატორი.

ქალის იდეალური ცხოვრება ასე გამოიყურება:

1. მართვის მოწმობის აღება - 19 წლის ასაკში

2. პირველი ხელსაყრელი სამსახური - 22 წლის ასაკში

3. ბინის დაქირავება - 23 წლის ასაკში

4. ცხოვრების გადახარისხება - 24 წლის ასაკში

5. ჯანმრთელი ცხოვრების არჩევა - 24 წლის ასაკში

6. საყვარელი მამაკაცის გაცნობა - 24 წლის ასაკში

7. პარტნიორთან ერთად საცხოვრებლად გადასვლა - 25 წლის ასაკში

8. ბინის დაგირავება - 26 წლის ასაკში

9. დანიშვნა - 26 წლის ასაკში

10. გათხოვება - 27 წლის ასაკში

11. პირველი შვილის გაჩენა - 27 წლის ასაკში

12. კარიერის მწვერვალის მიღწევა - 34 წლის ასაკში

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს