13 რჩევა ცელქი ბავშვების მშობლებს

13 რჩევა ცელქი ბავშვების მშობლებს

1. თუ რაიმე გაქვთ გასაკეთებელი მასთან ერთად - მეცადინეობა, რაიმეს სწავლება, ახსნა, წაკითხვა, ვარჯიში, დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ და არა საღამოს. დილით და შუადღისას მას უფრო შეუძლია ყურადღების კონცენტრირება. გაითვალისწინეთ ეს თავისებურება.

2. მეტად მოეფერეთ, აკოცეთ, ჩაეხუტეთ. მისთვის აუცილებელია ამგვარი კონტაქტი. ყოველდღე გაუკეთეთ საერთო მასაჟი, დაუმასაჟეთ ზურგი, რაც ამშვიდებს ბავშვს. საერთოდაც, ხელით შეხება ამშვიდებს ბავშვს.

3. ეცადეთ, ყოველთვის მის გვერდით იყოთ, როცა ხატავს, ძერწავს... ხოლო ბაღში თუ სკოლაში მასწავლებელი გააფრთხილეთ, რომ მეცადინეობის დროს თავისთან ახლოს ჰყავდეს, ყურადღების ქვეშ. ასეთი ბავშვების მშობლებს ფსიქოლოგები იმასაც ეუბნებიან ხოლმე, რომ ჯობს სკოლაში ფანჯარასთან არ ისხდნენ - ასე ყურადღება გაეფანტებათ.

4. დასჯისა და წახალისების მოქნილი სისტემა გამოიყენეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რისთვის უბრაზდებიან და რისთვის აქებენ.

5. ადრეული განვითარების სხვადასხვა მეთოდს გადახედეთ და ერთ-ერთზე შეჩერდით. ასეთი ბავშვი ფიზიკურად და ინტელექტუალურად მეტისმეტად არ უნდა დაიტვირთოს. სხვანაირად არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობას დააზიანებთ, მას სწავლის სურვილსაც გაუქრობთ.

6. ასწავლეთ თამაშ-თამაშით და მოკლე პერიოდებში. ხშირად გაავარჯიშეთ – ჰიპერაქტიურ ბავშვს სჭირდება ამგვარი რამეები.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს