კონტროლიორ ქალებს სამსახურში პამპერსით სიარულს აიძულებენ

კონტროლიორ ქალებს სამსახურში პამპერსით სიარულს აიძულებენ

ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორებს ტუალეტში გასვლის უფლება არა აქვთ. სამუშაო ადგილს რომ არ მოწყდნენ, ხელმძღვანელობა მათ მოზრდილთა პამპერსების ჩაცმას ავალდებულებს.

ტაილანდელი კონტროლიორების სამუშაო ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმძიმესია - სამუშაო გრაფიკი შესვენებებს არ ითვალისწინებს, არც ელემენტარული ფიზოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. თანამშრომლებს პამპერსები მათ მთელი დღის განმავლობაში უნდა ეკეთოთ, რაც ხშირად შარდსასქესო სისტემის დაავადებების მიზეზი ხდება.

როგორ ერთ-ერთი დაზარალებული კონტროლიორი აცხადებს, ჯანმრთელობის პრობლემა მას შარდის შეკავების გამო შეექმნა. პამპერისის ტარებამ კი დაავადება უფრო გაართულა.

"პამპერსით მოძრაობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დანიშნულებისთვის გამოიყენებ" - აცხადებს იგი. როცა ავტობუსი სადგურში ბრუნდებოდა, ქალს ტუალეტში გაქცევა და შემდეგ რეისამდე პამპერსის გამოცვლა უნდა მოესწრო.

გამოკითხვის თანახმად, კონტროლიორი ქალების 28% პამპერსს 16-იანი ცვლის განმავლობაში ატარებს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს