ავარიის დროს დაშავებული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

ავარიის დროს დაშავებული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე შეჯახების შედეგად მიკროავტობუსში დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. სავადმყოფოში წუხელ სხვადასხვა დაჟეჟილობებითა და დამწვრობით 9 ბავშვი მოათავსეს. აქედან უმეტესობა გუშინვე გაწერეს. ამ დროისათვის სავადამყოფოში არც ერთი ბავშვი აღარ რჩება.

გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე შეჯახების შედეგად, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები ისხდნენ. თვითმხილველების თქმით, ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან ბავშვები მათ გამოიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი აალდა. მიკროავტუბუსში, სადაც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, 10 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ დაზიანებები შეჯახების შედეგად მიიღეს და არა აალებისგან. კიდევ ერთი მგზავრი დაშავდა მსუბუქ ავტომობილში. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა