მთვრალმა გოგონებმა მათხოვარი გააშიშვლეს და სცემეს - "წადი სამსახური იშოვე" (+4 ფოტო)

მთვრალმა გოგონებმა მათხოვარი გააშიშვლეს და სცემეს - "წადი სამსახური იშოვე" (+4 ფოტო)

უელსის დედაქალაქ კარდიფში ბარიდან გამოსულ მთვრალ გოგონებს უსახლკარომ ხურდა სთხოვა.

მათხოვრის სიტყვებმა მთვრალი გოგონები გააღიზიანა. მათ მამაკაცს აგინეს და უყვირეს, რომ წასულიყო და სამსახური ეშოვნა. ქალები მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით არ შემოიფარგლნენ და მამაკაცი მიწაზე დააგდეს, ყველა ერთად ურტყამდა სახესა და ტანში. მამაკაცი ტკივილისგან ატირდა და გოგონებს სთხოვა, მისთვის თავი დაენებებინათ. მათხოვრის ხვეწნამ შედეგი ვერ გამოიღო - ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მამაკაცს შარვალი და საცვალიც გახადა. თავდამსხმელები ტიპიური ჩხუბისთავები არ არიან, ყველა უნივერსიტეტის სტუდენტია.

გოგონები ქალაქში ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ყოველ წელს ამ ღონისძიებისთვის 50 ქალაქიდან ათასობით  სტუდენტი იკრიბება. კარდიფი ერთ-ერთი ყველაზე არამეგობრული ქალაქია და მას ეს რეპუტაცია 42 000-მა სტუდენტმა მიანიჭა, რომელიც მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ. წვეულება ახალგაზრდული გართობის ყველა ზღვარს გასცდა; სტუდენტები პირდაპირ ქუჩაში შარდავდნენ, არწყევდნენ, მაისურებს იხდიდნენ და გამვლელებს შიშველ მკერდს აჩვენებდნენ, კაცები კი ერთმანეთში ჩხუბობდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს