ეტიკეტის თანამედროვე წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ეტიკეტის თანამედროვე წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

წარმოგიდგენთ ეტიკეტის თანამედროვე წესებს, რომლებიც უნდა ვიცოდეთ.

  • თუკი თქვენ წარმოთქვამთ ფრაზას - "მე თქვენ გეპატიჟებით", ეს ნიშნავს რომ თანხას თქვენ იხდით. ხოლო სხვა ფორმულირებით ნათქვამი ფრაზა - "მოდი, შევიდეთ რესტორანში", ნიშნავს, რომ თითოეული თავისას იხდის და მხოლოდ მაშინ, თუკი მამაკაცი ქალს თანხის გადახდას შესთავაზებს, ქალბატონს შეუძლია ამაზე დათანხმდეს.
  • არასოდეს წახვიდეთ სტუმრად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ერთი ბრიტანელი ლედი ამბობდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების მოსვლის დროს ის ყოველთვის ფეხზე იცვამდა, თავზე ქუდს იხურავდა და ხელში ქოლგას იჭერდა. თუკი კარის გაღების შემდეგ სასურველი სტუმარი აღმოჩნდებოდა, ის ამბობდა "ოჰ, სწორედ ახლა მოვედი სახლში", ხოლო თუკი მას არ სურდა სტუმრის მიღება, ამბობდა "ზუსტად ახლა ვაპირებდი გასვლას".
  • როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხართ, არ დადოთ სმარტფონი მაგიდაზე. ამგვარი საქციელით თქვენ აჩვენებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს მოწყობილობა და რამდენად არ გაინტერესებთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე საუბარი.
  • არ ღირს გოგონა დაპატიჟოთ პაემანზე და ამის შესახებ SMS-ით შეატყობინოთ
  • მამაკაცი არასდროს ატარებს ქალის ხელჩანთას. ხოლო, ქალის პალტოს მხოლოდ იმისთვის იღებს, რათა ის გასახდელამდე მიიტანოს.
  • თუკი თქვენ ვინმესთან ერთად მიდიხართ და თქვენი თანამგზავრი გამვლელ ნაცნობს მიესალმა, თქვენც გმართებთ იგივეს გაკეთება.
  • ბევრი მიიჩნევს, რომ სუშის ჭამა მხოლოდ ჩხირებით შეიძლება. თუმცა, მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით უფლება აქვთ ის ხელით მიირთვან.
  • ფეხსაცმელი ყოველთვის სუფთად უნდა გქონდეთ.
  • თუკი შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ ღირს ანალოგიური უხეშობით პასუხის გაცემა და მით უმეტეს ხმის აწევა - არ დაეშვათ მის დონემდე. გაიღიმეთ და გაეცალეთ უზრდელ ადამიანს.
  • ქუჩაში მამაკაცი ქალბატონის მარცხნივ უნდა იდგეს. გამონაკლისები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მზად უნდა იყვნენ სამხედრო სალამის მისაცემად.
  • მძღოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მოძრაობისას გამვლელებისთვის ტალახის შეშხეფება ნამდვილი უკულტურობაა.
  • ქალს შეუძლია შენობაში არ მოიხსნას შლაპა და ხელთათმანი, მაგრამ ქუდს და ე.წ. მოკრივეს ხელთათმანებს ეს არ ეხება.
  • 9 რამ უნდა შეინახოთ საიდუმლოდ: ასაკი, სიმდიდრე, ჭუჭრუტანა სახლში, ლოცვა, წამლის შემადგენლობა, სასიყვარულო კავშირი, საჩუქარი, პატივი და უპატიოსნობა (გატეხილი სახელი)
  • კინოსა და თეატრში, სკამების რიგში გავლისას პირით მჯდომარე ადამიანისკენ უნდა იყოთ.
  • არასდროს შეეხოთ ქალს, მისი ნებართვის და სურვილის გარეშე. ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც თქვენ ქალბატონს მანქანიდან გადმოსვლაში და ჩაჯდომაში ეხმარებით.
  • სუნამოს გამოყენებისას ოქროს წესი ზომიერებაში მდგომარეობს - თუკი საღამოს სახლში მისული საკუთარი სუნამოს სუნს გრძნობთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ სხვები გაგიგუდიათ.
  • ქალის თანდასწრებით მამაკაცები, მხოლოდ ნებართვის შემდეგ ეწევიან.
  • ვინც არ უნდა იყოთ და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ, შენობაში შესვლისას პირველი ესალმებით თქვენ.
  • დაიცავით მიმოწერის საიდუმლოება - არ ნახოთ სხვისი წერილი.
  • სჯობს გამოიყურებოდეთ არამოდურად და მოხდენილად, ვიდრე პირიქით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს