მობილური ტელეფონი შარვლის ჯიბეში არ შეინახოთ - რადიაცია სპერმას აზიანებს

მობილური ტელეფონი შარვლის ჯიბეში არ შეინახოთ - რადიაცია სპერმას აზიანებს

მობილურ ტელეფონებს მამაკაცის ნაყოფიერებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მამაკაცები, რომლებიც ტელეფონს შარვლის ჯიბეში ინახავენ, მამობის შანსს ამცირებენ. მკვლევარების თქმით, ელექტრომაგნიტური რადიაცია სპერმის სიცოცხლისუნარიანობის ხარისხს 8%-ით ამცირებს.

კვლევას მეცნიერი ფიონა მეტიუსი ხელმძღვანელობდა. მეცნიერებმა წარმოადგინეს მიმოხილვა, სადაც 1 492 მამაკაცის მონაცემი განიხილეს. როგორც მკვლევარი ამბობს, შედეგი ადასტურებს, რომ მობილურის რადიაციას განაყოფიერებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. კაცების დიდ ნაწილში, 50-დან 85%-მდე სპერმა ნორმალურად მოძრაობდა. პროპორცია საშუალოდ 8%-ით ეცემოდა, როდესაც მობილურის გამოსხივების მიმართ დაუცველობა ფიქსირდებოდა. კვლევა ჟურნალში Environment International-ში დაიბეჭდა.

სტატიის ავტორები ასევე მკითხველს აფრთხილებენ, რომ პორტატული მოწყობილობები შერწყმული რადიაციასთან, რომელიც გამოწვეულია wifi-თ და სხვა ტექნოლოგიებით, ამცირებს განაყოფიერების უნარს. თუმცა, ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებს კოლეგები არ ეთანხმებიან. მაგალითად, მკვლევარმა ალან პეისიმ (შეფილდის უნივერსიტეტი - განაყოფიერების ექსპერტი) საჯაროდ განაცხადა, რომ ვიდრე ამ ზედაპირულ ინფორმაციას უფრო მტკიცე არგუმენტებით არ გაამყარებენ, "iPhone შარვლის ჯიბეში ექნება".

მომზადებულია Environment International-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს