ქარელის რაიონის სოფელ ბრეთიდან მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში მარინა ქასანაშვილი ფიქრობს, რომ თუკი 70%-ით მოიგებს არჩევნებს, ეს შედეგი წაგებას ნიშნავს. ამომრჩევლებს ეუბნება, რომ 82%-იანი შედეგი უნდა.
"ეხლა ასის ფარგლებში არითმეტიკა იმედია იცით. ორმოცდაერთი იწერება ესე - ოთხიანი და ერთიანი. ბევრი 41 ვინდა, თან ძალიან გვინდა, ბევრი გვინდა რა" - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე.