6 ადგილი, სადაც მამაკაცის გაცნობაა შესაძლებელი

6 ადგილი, სადაც მამაკაცის გაცნობაა შესაძლებელი

გთავაზობთ 6 ადგილს, სადაც ახალ პარტნიორთან შეხვედრის ძალიან დიდი შანსი გაქვთ:

1. საერთო მეგობრები: როგორც წესი, ყველაზე ხშირად ადამიანები საერთო მეგობრების წრეში წყვილდებიან. ამასთან, დროსაც ტყუილად არ დაკარგავთ და დაქალი შეგატყობინებთ, მამაკაცებს შორის რომელია თავისუფალი.

2. რესტორანი: რესტორანში უამრავი მარტოხელა იკრიბება. ამასთან, ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ რესტორანში ყოველთვის მხიარულებაა, დადებითი აურა ტრიალებს და ადამიანებს სრულიად უცხო ხალხის გაცნობა უადვილდებათ.

3. შოპინგი: დიდი შანსია, მაღაზიაში გარდერობის განახლებასთან ერთად, პირადი ცხოვრების გადახალისებაც მოახერხოთ.

4. უნივერსიტეტი: კოლეჯი და უნივერსიტეტი ეს ის ადგილებია, სადაც ადამიანები მეორე ნახევრებს ყველაზე ხშირად ხვდებიან.

5. სამსახური: სამსახურებრივი რომანი არც თუ ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვნი უფროსია პარტნიორი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რომანის დასრულების შემდეგ პირად ცხოვრებაზე დარდის გარდა, ვაკანსიების მოძებნაც მოგიწევთ. თუმცა, ხშირად სამსახურებრივი რომანი ქორწინებით გვირგვინდება, რადგან როგორც წესი, ისინი მთელ დროს ერთად ატარებენ.

6. ინტერნეტი: თანამედროვე ადამიანი კომპიუტერის მონიტორთან იმდენად დიდ დროს ატარებს, რომ რა გასაკვირია, თუ ერთმანეთს ონლაინში ეცნობიან. ალბათ, ყველას გყავთ თუნდაც ერთი მეგობარი, რომელმაც პარტნიორი ინტერნეტში გაიცნო და ოჯახიც შექმნა. 

მომზადებულია womanitely.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს