"ჩვენს დროსაც თუ ასე იყო, ცუდი იყო" - "ნაციონალები" 16 პირის დაკავების შესახებ

"ჩვენს დროსაც თუ ასე იყო, ცუდი იყო" - "ნაციონალები" 16 პირის დაკავების შესახებ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი და უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში 16 პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ეხმაურებიან.

ჩიორა თაქთაქიშვილი:

"რაც ყველაზე საინტერესოა, სისხლის სამართლის კუთხით მიყავთ გამოძიება.

ეს ხდება იქ, სადაც ადამიანებს ყოველდღე კლავენ, აყაჩაღებენ, ძარცვავენ, იარაღს ესვრიან, სასიკვდილოდ ცემენ და დაუსჯელები რჩებიან.

მაინტერესებს, 10 საპატრულო მანქანას ხმაურიანი მეზობლების დასაშოშმინებლად როდის აქეთ აგზავნიან ხოლმე? ამის ვინმეს ჯერა?

ეს იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიება "გაბლატავებული" "პომპონჩიკიანების" წინააღმდეგ".

გიგი უგულავა:

"ეს უკიდურესი მარაზმია. იმის მაგიერ, რომ კრიმინალს ებრძოდეს პოლიცია, ღარიბაშვილის ხუშტურების აღსრულებითაა დაკავებული.

პ.ს. ნუ გამომეხმაურებით ის პირები, ვისაც არგუმენტად მხოლოდ ის აქვს, რომ თქვენ დროსაც ასე იყო. ერთი იმიტომ, რომ თუ იყო ცუდი იყო და მეორე უბრალოდ მანანა კობახიძეს დაემსგავსებით სიბრიყვით. მოკლედ ძალიან ცუდია ეს ყველაფერი".

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ადგილზე, სადაც 2 ივნისის აქციის 16 მონაწილე აიყვანეს და ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს.

პოლიციის მიერ აყვანილი პირები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციის მანქანებში ჰყავთ და ელოდებიან მათ შემოწმებაზე გადაყვანას.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა პირს ეტაპობრივად შეამოწმებენ, თუმცა შეკითხვას, თუ რატომ ჰყავდათ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში და მათი შემოწმება რატომ გაჭიანურდა, უწყებაში არ უპასუხეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს