თუ ბიჭს უმამოდ ზრდით - რჩევები მარტოხელა დედებს

თუ ბიჭს უმამოდ ზრდით - რჩევები მარტოხელა დედებს

ჩვენ გვერდით უამრავი ქალია, რომელიც შვილსა თუ შვილებს მამის გარეშე ზრდის.

შვილის მარტო გაზრდა არა მარტო ფინანსურად, ფსიქოლოგიურადაც უზარმაზარი ტვირთია. უმამობა გოგონას აღზრდაზეც კვალს ტოვებს, თუმცა კიდევ უფრო დიდი დანაკლისია ის პატარა ბიჭისთვის.

როგორც წესი, მარტოხელა დედა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ბავშვს არაფერი მოაკლოს, სწორად აღზარდოს, გზაზე დააყენოს. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს უშვებს ის მთავარ შეცდომებსაც, რომლებიც ბიჭის მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად იჩენენ თავს. როგორც წესი, ბიჭის მშობელი მარტოხელა დედები ორ უხეშ შეცდომას უშვებენ. ესაა ზედმეტი ავტორიტარიზმი და ზედმეტი განებივრება.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

პირველ შემთხვევაში დედა შვილის თვალში ავტორიტეტს იხვეჭს და დომინანტური პოზიცია უჭირავს. ამით ცდილობს, შვილი დისციპლინას მიაჩვიოს და ნამდვილი ვაჟკაცური ხასიათი ჩამოუყალიბოს. სინამდვილეში კი რას იწვევს დედის ზეწოლა? ბიჭს ეშინია დედის. ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც დედამ უთხრა და თავად არავითარი ინიციატივას არ იჩენს. როცა წამოიზრდება, ეს აუცილებლად აისახება მის ცხოვრებაზე. უკვე დავაჟკაცებული ისევ არადამოუკიდებელი და ინფანტილურია. ასეთი მამაკაცი ოჯახის საყრდენი ვერასოდეს გახდება, პირიქით სულ იმის მლოდინში იქნება, როდის მისცემს დირექტივას დედა ან ცოლი.

ნებიერა

არც განებივრება მოგიტანთ სიკეთეს. დედას, რომელიც მარტოობისგან იტანჯება, ხშირად საკუთარი თავიც ეცოდება და შვილიც. ამიტომ შინ ყველა საქმის გაკეთებას უკრძალავს, არც მეცადინეობას აძალებს, ერთი სიტყვით, ცდილობს, ზედმეტი შრომისგან დაიცვას.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს