წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი კასპში ჩავიდა და ადგილობრივებს ქუჩაში და ბაზარში შეხვდა. ქალაქის ცენტრში პარტიის ლიდერმა კასპელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობისკენ და საკუთარი კანდიდატის, ოთარ ქოსოშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეხვედრაძე ნათელაშვილმა პარალელები დიდი ქართველ მოურავ გიორგი სააკაძესა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის გაავლო.
"შეადარე ეხლა ისტორიული პროტოტიპები გიორგი სააკაძე და ბიძინა ივანიშვილი. დამაშვრალი, ნაჭარმაგევი სამშობლოზე შეყვარებული გიორგი სააკაძე, რომელმაც საყვარელი შვილი პაატა დაუტოვა მძევლად შაჰ-აბასს და გასწირა სამშობლოსთვის. 300 წლის შემდეგ დაიბადა საქართველოში ვინმე ბიძინა ივანიშვილი, რომემლმაც ეშმაკამა იცის რა გზით იშოვა 7 მილიარდი. ხალხს ყველაფერს დაპირდა, არფერი შეუსრულა და სამაგიეროდ თავისი შვილისთვის ბოტანიკურ ბაღში აშენებს 50 მილიონ დოლადარდ შეფასებულ ხმის ჩამწერ სტუდიას. აი რა განსხვავებაა სააკაძეებსა და ივანიშვილებს შორის" - განაცხადა "ლეიბორისტების" ლიდერმა კასპში.